საზოგადოებრივი როგორ მოქმედებს გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენს ცნობიერებაზე 2020, 2 ივლისი, 12:23 ფერები, ადგილები, ბგერები, სუნი და კიდევ ბევრი სხვა რამე გამუდმებით ახდენს გავლენას ჩვენს ცნობიერებასა და ჯანმრთელობაზე და ეს ფაქტი მეცნიერულადაა დადასტურებული.
დიახ დიახ, არაფერი არ გეჩვენებათ: სხვადასხვა ფერი; ადგილები, სადაც ცხოვრების ესა თუ ის ეტაპი გაგიტარებიათ; ბგერები, რომლებიც თქვენს ყურებს ესმოდა გარკვეული დროის განმავლობაში; სუნი, რომელიც თქვენს გარშემო ტრიალებს და ბევრი სხვა რამ გამუდმებით ახდენს გავლენას თქვენს ცნობიერებასა და ჯანმრთელობაზე. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს თქვენს ქვეცნობიერზე გარემო, სადაც ცხოვრობთ და დროის უმეტეს ნაწილს ატარებთ. –ტელევიზორის ტიპი, რომელსაც ბავშვობაში უყურებდით, ძალიან დიდ გავლენას ახდენს თქვენს სიზმრებზე. 1960-იან წლებამდე ტელევიზია შავ–თეთრი იყო, ამიტომ იმ დროისათვის ოთხი ადამიანიდან ერთი საერთოდ ვერ ნახულობდა ან იშვიათად ნახულობდა ფერად სიზმრებს. 2008 წელს ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, ადამიანთა მხოლოდ 12% ხედავდა შავ-თეთრ სიზმრებს, მაგრამ ხანდაზმულ ადამიანებში, რომლებიც ბავშვობაში მხოლოდ შავ-თეთრ ტელევიზორს უყურებდბენ, ეს ციფრი 25%-ს შეადგენდა იმ დროს, როცა შედარებით ახალგაზრდა თაობის უმეტესი ნაწილი ფერად სიზმრებს ხედავს. –საგანგებო სიტუაციაში მით უფრო მეტია უცნობი ადამიანებისგან დახმარების მიღების შანსი, რაც უფრო ცოტა ადამიანია თქვენს ირგვლივ. იმის ალბათობა, რომ თქვენ დაგეხმარებიან, მცირდება თქვენს გარშემო არსებული ადამიანების რაოდენობის ზრდასთან ერთად. ამ მოვლენას მეცნიერულად "მოწმის ეფექტი'' ჰქვია. –უწონობის მდგომარეობაში დიდი ხნით მოხვედრა აუცილებლად აისახება ნაბიჯების ტიპზე: ნაბიჯები უფრო ჰაეროვანი ხდება; თუ ფეხებზე კოჟრები გაქვთ, აუცილებლად გაქრება, ხოლო ფეხისგულებზე არსებული კანი დარბილდება და ისეთი ნაზი და ვარდისფერი გახდება, როგორიც ახალშობილის კანია. -ჰოლანდიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს, ვინც სწრაფი კვების რესტორნებთან ახლოს ცხოვრობენ, 50%-ით მეტი შანსი აქვთ განუვითარდეთ გულის დაავადებები, ვიდრე მათ, ვინც ასეთი ადგილიდან საკმაოდ შორს ცხოვრობს. -რაც უფრო თბილ კლიმატში გიხდებათ ცხოვრება, მით უფრო ნაკლებია გაფანტული სკლეროზის რისკი. ადამიანებს, რომლებიც ზომიერი კლიმატის პირობებში ცხოვრობენ, შედარებით ხშირად უსვამენ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზს, ვიდრე მათ, ვინც ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც თბილი დღეები ბევრად ჭარბობს ცივ დღეებს. ამ ორ, ერთი შეხედვით აბსოლუტურად განსხვავებულ მოვლენას შორის კავშირი შეიძლება განპირობებული იყოს D ვიტამინის რაოდენობით, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს მზის სხივების ზეგავლენით. -ალკოჰოლის მოხმარების პროცენტული რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობს ადამიანი. ჩატარებული კვლევების თანახმად, ადამიანები, რომლებიც მკაცრ კლიმატურ პირობებში და ცივ ქვეყნებში ცხოვრობენ, გაცილებით მეტს სვამენ, ვიდრე თბილი ქვეყნების მცხოვრებლები. -რაც უფრო ნაკლები მცენარეები იყო თქვენს ირგვლივ ბავშვობაში, მით მეტია შანსი ასაკის მატებასთან ერთად შეგაწუხოთ ფსიქიკურმა დარღვევებმა. მწვანე ნარგავების რაოდენობა ისეთივე გავლენას ახდენს თქვენს ფსიქიკაზე, როგორსაც გენეტიკა. ადამიანები, რომლებიც იზრდებოდნენ ტყიან ადგილებში ან უბრალოდ სოფლებში, ნაკლებად მიდრეკილი არიან ფსიქიკური გადახრებისაკენ, ვიდრე ისინი, ვინც ქალაქში ან ხრიოკ ადგილებში გაიზარდნენ. -კლინიკაში მწოლი ერთი და იგივე დიაგნოზიანი ავადმყოფებიდან გაცილებით მალე გამოჯანმრთელდებიან ისინი, ვისი ფანჯრიდანაც მოჩანს ლამაზი პეიზაჟი. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ზუსტად იგივე ეფექტი მიიღება იმ შემთხვევაში, თუ ფანჯრიდან მოჩანს არა ცოცხალი ბუნება, არამედ სურათი, რომელზეც მშვენიერი პეიზაჟია ასახული. -თქვენმა მიულაგებელმა სამუშაო ადგილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენივე შრომის ნაყოფიერებაზე. ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ფეთხუმები არიან და არ ალაგებენ თავიანთ სამუშაო მაგიდას, აღენიშნებოდათ გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება მათგან განსხვავებით, ვისაც წესრიგი უყვარს და სამუშაო ადგილი მუდამ წესრიგში აქვს. ასე რომ, გიყვარდეთ სისუფთავე და წესრიგი - ეს ჯანმრთელობისათვის ძალიან სასარგებლოა. 68 7-ს მოსწონს
|