x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მდიდრებიც იხდიან! - ყველაზე მაღალი ალიმენტები, რომლებიც ცნობილებს დაეკისრათ...
რა არის ალიმენტი?



ალიმენტი ლათინული სიტყვაა და ქართულად საზრდოს, საკვებს ნიშნავს. იურიდიულად ესაა ხარჯი, რომელსაც ოჯახს მოშორებული პირი კანონის ძალით სარჩენად უხდის თავისი ოჯახის შრომისუუნარო ან არასრულწლოვან წევრებს (შვილებს, მშობლებს, მეუღლეს)



მოვალის მიერ ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.




image




ალიმენტის ოდენობა დამოკიდებულია პირის შემოსავალზე, რომელსაც დაეკისრა მისი გადახდა ოჯახის რომელიმე წევრისთვის (წევრებისთვის). რაც უფრო მაღალია მისი შემოსავალი, ალიმენტიც მით უფრო მაღალია. ზოგიერთი მდიდარი ცნობადი ადამიანის შემთხვევაში ალიმენტის თანხები იმდენად კოლოსალურია, რომ უწევთ შვილების ანგარიშზე დაგროვებაც.


მიუხედავად იმისა, რომ მდიდრებს ყავთ საკუთარი, მეტად კვალიფიციური და საქმის პროფესიონალი ადვოკატები, მაინც ვერ მოახერხეს კანონისგან გვერდის ავლა და ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლება.


მოდით ვნახოთ, რა თანხებს ითვლის მდიდრული ალიმენტები.




1. ჩარლი შინი - 110 000 $.

image


მსახიობს ოთხი შვილი ჰყავს - დენის რიჩარდსმა მას ორი ქალიშვილი, ხოლო ბრუკ მიულერმა კი ტყუპი ბიჭები გაუჩინა. სასამართლომ მას დააკისრა ყოფილი ცოლებისთვის ალიმენტის სახით თვეში 55 000$ ეხადა (თითოსთვის). ჯამში, ჩარლის უწევს თვეში 110 000 $ გადაიხადოს ალიმენტის სახით.


დადის ხმები, რომ მსახიობი გაკოტრდა და მშობლების სახლში გადავიდა საცხოვრებლად.







2. ედი მერფი - 59 950 $.

image


55 წლის მსახიობს 9 შვილი ჰყავს. 2006 წელს მან რომანი გააბა ჯგუფი "SPICE GIRLS" -ის ერთ-ერთ წევრთან "მელანი ბი"-სთან, რომანი კი მისი დაორსულებით დასრულდა. ედი დიდხანს გაურბოდა ბავშვის შვილად აღიარებას, მანამ, სანამ დეენემის ტესტი არ ჩაუტარეს და არ დადასტურდა მისი მამობა, შემდეგ კი სასამართლომ მას ალიმენტი დააკისრა.





3. პოლ მაკარტნი - 70 000 $.

image


განქორწინების შემდეგ ხიზერ მილსმა პოლისგან 50 მილიონად შეფასებული ქონებიდან 15 მილიონის უძრავი ქონება და ალიმენტის სახით შვილისთვის ყოველ თვე 70 000 $ მიიღო.





4. მელ გიბსონი - 20 000 $.

image


2011 წელს მსახიობი და რეჟისორი განქორწინდა რობინ მურთან, რომელთან ერთადაც 31 წელი იცხოვრა და სამი საერთო შვილიც გაუჩნდათ. გიბსონისა და მურის განქორწინების მომენტში მხოლოდ ერთი შვილი იყო არასრულწლოვანი (12 წლის), ამიტომ ალიმენტის რიცხვი ცნობილი არ არის, თუმცა ცოლისთვის 425 მილიონი $-ის გადახდა მოუწია.


ასევე სხვა ისტორია, თუმცა მელ გიბსონის ალიმენტს ეხება. აქსანა გრიგორევამ მას სასამართლოში უჩივლა ცემისთვის, რისთვისაც გიბსონს მოუწია კომპენსაციის სახით 250 000 $-ის გადახდა, ხოლო მათი საერთო ქალიშვილის ყოველთვიური ხარჯებისთვის, ალიმენტის გადახდა ( 20 000 $ ).





5. ბრითნი სპირსი - 15 000 + 20 000 $.

image


2006 წელს, პოპ-მუსიკის დედოფალი დაშორდა კევინ ფედერლაინს. მან მომღერალს უჩივლა მორალური წნეხის გამო, რისთვისაც სასამართლომ სპირსს ალიმენტად დააკისრა 15 000 $, ხოლო მათი საერთო ვაჟებისთვის კი 20 000 $.





6. 50 Cent - 25 000 $.

image


ამერიკელ რეპერს სასამართლომ დააკისრა 25 000 $ ალიმენტის სახით ვაჟისთვის. 50 Cent-ი არ მალავს გაღიზიანებას ამ ფაქტის მიმართ და ხმამაღლა აცხადებს, რომ თანხა ზედმეტად მაღალია. "ჩემს გამო არ ინერვიულო, აუცილებლად იამაყებ ჩემით. ერთადერთი რაც მინდა, მინდა დაბადების დღე მომილოცო ხოლმე, რაც უკვე რამდენიმე წელია არ გაგიკეთებია" - მიმართავს რეპერს მისი ვაჟი მარკიზი.





7. ბრენდან ფრეიზერი - 75 000 $.

image


მეუღლესთან, ეფტონ სმიტთან განქორწინების შემდეგ მსახიობს ალიმენტის გადახდა უწევს სამი შვილისთვის. ალიმენტის ჯამი კი 75 000 $-ია. ბრენდანმა არაერთხელ მიმართა სასამართლოს, რომ ალიმენტის რაოდენობა შეემცირებინათ, რადგან მისი შემოსავლები ვეღარ აუდის ხარჯებს, თუმცა უშედეგოდ.






8. ტომ კრუზი - 33 000 $.

image


ტომ კრუზსა და ქეით ჰოლმსს საერთო ქალიშვილი ყავთ. მათი განქორიწნების შემდეგ, სასამართლო დადგენილებით, სანამ სული სრულწლოვანი არ გახდება, ტომმა მას უნდა უხადოს ალიმენტი 33 000 $-ის ოდენობით თვეში. ბავშვზე მეურვეობა დედას დაეკისრა, ტომს კი მხოლოდ მისი ნახვა შეუძლია.





0
881
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
881
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0