განათლება აშშ-ს დიდი ქალაქები. ნაწილი II-ჩიკაგო 2020, 1 ივლისი, 12:54 ჩიკაგო- მესამე უდიდესი ქალაქი ამერიკაში, ილინოისის შტატში. დაარსდა 1795 წელს და მის მეტროპოლიაში 10 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი შუადასავლეთ ამერიკის ფინანსური, საგანმანათლებლო, სავაჭრო, სპორტული, სატრანსპორტო და კულტურული ცენტრია. ქალაქი მიჩიგანის ტბის სამხრეთ დასავლეთ სანაპიროზეა გაშენებული. მას ხშირად "ქარის ქალაქი"-ს უწოდებენ. ქალაქი ძალიან პოპულარულია ტურისტებისთვის და მართლაც, ო'ჰარეს აეროპორტი მსოფლიოში მე-5 ყველაზე დატვირთული აეროპორტია. ჩიკაგოში 24 საჯარო სანაპიროა, რომელიც 42 კმ-ზეა გადაჭიმული.
![]() ![]() უილისის ტაუერი- 442 მეტრიანი ცათამბრჯენი ჩიკაგოში.ის 1970 წელს აშენდა და 110 სართულისგან შედგება. ტურისტებისთვის ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა, რადგან აქედან შეიძლება მთელი ქალაქის დანახვა. ![]() ![]() ![]() 84 შეფასება არ არის
|