1972 წლის 3 თებერვალს ირანში ყველაზე საშინელი ბუნებრივი კატაკლიზმი დაიწყო. კავკასიის რეგიონიდან წამოსული ქარბუქი 6 დღის განმავლობაში ბობოქრობდა. სახელმწიფო, სადაც ჩვეულებრივ მშრალი კლიმატია და თოვლი მხოლოდ მთიან რეგიონში მოდის, სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა სტიქიასთან საბრძოლველად.
![ბუნებრივი მოვლენა, რომელმაც 4 ათასზე
მეტი ადამიანი იმსხვერპლა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202007/2020070109392479351.jpg)
ქარბუქმა 4 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შედარებისთვის: ყველაზე დამანგრეველმა ტორნადომ, რომელიც ბანგლადეშში მოხდა 1989 წელს, 1300 ადამიანი იმსხვერპლა.
9 თებერვალს, როცა ქარბუქის შემოტევა ჩაცხრა, თოვლის სიმაღლე ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთსა და ცენტრალურ ნაწილში 3 მეტრს, ხოლო სამხრეთ რეგიონში 8 მეტრს აღწევდა. უამრავი დასახლებული პუნქტი გარესამყაროსგან მოწყვეტილი იყო. ქარბუქმა სატელეფონო და ელექტრო ხაზები დააზიანა, ჩაკეტილი იყო გზებიც.
ასობით სოფელი სრულიად განადგურდა. ადამიანები სახურავების ჩამონგრევის შედეგად დაიღუპნენ, ან ცოცხლად ჩაიმარხნენ.
![ბუნებრივი მოვლენა, რომელმაც 4 ათასზე
მეტი ადამიანი იმსხვერპლა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202007/2020070109452279351.jpg)
პრაქტიკულად ნულოვანი ხილვადობის პირობებში მაშველები დროულად ვერ ახერხებდნენ ადგილებზე მისვლას. ბევრი ადამიანი სიცივით და ავადმყოფობით დაიღუპა, რადგან საჭირო მედიკამენტები ვერ მიიღეს. ჰაერის ტემპერატურა იმ დღეებში -20 გრადუსამდე დაეცა.
მას შემდეგ კი რაც სტიქიამ უკან დაიხია და თოვლმა დნობა დაიწყო, ირანელებს კიდევ ერთი უბედურება-ძლიერი წყალდიდობა დაატყდათ თავს.