x
მეტი
  • 19.11.2024
  • სტატია:138330
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512015
როდის დაიწყეს ადამიანებმა ყველის ჭამა?

შესაძლოა ყველის მოყვარულებითვის სასიამონო ოყოს იმის გაგება, რომ მათი საყვარელი საჭმელი ერთ-ერთი უძველესი დელიკატესია, რომლის მოხმარებაც კაცობრიობამ ათასწლეულების წინ დაიწყო.

უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ, დაახლოებით 7200 წლის წინ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, როდესაც გამოიკვლიეს კერამიკული ჭურჭლის ნარჩენები ძველ სოფლებში, რომლებიც ხორვატიის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს დასახლებები დაარსებულია დაახლოებით მე-6 ათასწლეულში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ყველაფრის გათვალისწინებით შეგიძლია დავასკვად, რომ ამ სოფლების მოსახლეობა მეცხოველეობითა და რძის პროდუქციის შექმნით იყო დაკავებული. კერამიკული ჭურჭლის ანალიზმა აჩვენა, რომ მათი ნაწილი გამოიყენებოდა ხორცისა და თევზის შესანახად, სხვა კი - რძის, ზოგიერთში ინახებოდა ყველი. ეს უკანასკნელი დათარიღებულია დაახლოებით 7200 წლით.


მიღებული მონაცემები ემთხვევა მეცნიერთა წარმოდგენებს იმის შესახებ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ევროპაში დაახლოებით 9000 წლის წინ დაიყო. აღსანიშნავია, რომ ფერმენტირებული პროდუქტების კვალი კერამიკაზე განეკუთვნება უფრო ძველ პერიოდს, ვიდრე რძისა: ჩვენს შორეულ წინაპრებს დაახლოებით 500 წელი საჭირდათ ყველის წარმოების ასათვისებლად. შესაძლოა არქეოლოგებმა იპოვეს ერთ-რთი პორველი ევროპელი ფერმერების კვალი.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ღვინის დალევა ადამიანებმა დაიწყეს დაახლოებით 8000 წელის წინ, შესაძლოა უძველესი ადამიანები ეძებდნენ შესაბამის მისაყოლებელს ღვინისთვის და ამიტომაც გამოიგონეს ყველი? image

2
466
1-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
466
  
2020, 26 ივნისი, 13:23
თანამედროვე ხორვატიის ტერტორია იგულისხმება. იმ დროისთვის რათქმაუნდა არ არსებობდა
2020, 26 ივნისი, 5:48
არა გცოდნიათ, ყველი ქართველმა ღვინოზე მისაყოლებლად 8 ათასი წლის წინ გამოიგონა - წნავდა ბორჯღალოსებურად და დერგში ინახავდა წათხის გარემოში , ხორვატია, ეს ხმელთაშუაზღვისპირეთია და პროტოქართველებით ისიც იყო დასახლებული უხსოვარი დროიდან , ეგ ახლაა ხორვატია !
0 1 2