შოუბიზნესი ჰოლივუდის 7 ბინძური საიდუმლო, რომლებზე საუბარიც არავის სურს 2020, 23 ივნისი, 14:50 1. ნარკოტიკები შესაძლოა ფილმის ბიუჯეტში იყოს გათვლილი ყველასათვის ცნობილია, რომ შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს წვდომა აქვთ საუკეთესო ხარისხის ნარკოტიკებთან, მხოლოდ ერთი ზარია საჭირო ყველაფერს ადგილზე მიუტანენ, ხარჯებს კი კომპანია გაწევს. მაგალითად ჯეკ ნიკოლსონმა ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუს დროს აღიარა, რომ ფილმის “ნათება'' გადაღების დროს კოკაინზე ძლიერ იყო დამოკიდებული, რეაბილიტაციის ხარჯები კი ფილმის ბიუჯეტში შედიოდა.
2. ყალბი ურთიერთობები ყალბი ურთიერთობები ფილმის პიარისთვის არც ახალია და არც იშვიათი. მაგალითად, კრისტენ სტიუარტმა აღიარა, რომ მისი რომანი რობერტ პატინსონთან მხოლოდ პიარი იყო და ურთიერთობა ფაქტობრივად ძალით მოახვიეს თავს.
3. ოსკარის ცერემონიაზე მაყურებელი ყალბია ცერემონიაზე დასასწრებად მაყურებელს წინასწარ არჩევენ, მათ ასწავლიან რა დროს რა ემოცია უნდა გამოხატონ, როდის დაუკრან ტაში და ა. შ. მათ აკრძალული აქვთ მსახიობებთან საუბარი, საათში კი 125 დოლარს იღებენ.
4. ვარსკვლავები ხშირად მალავენ ფსიქიკურ აშლილობებს ბევრ მსახიობსა თუ მომღერალს აქვს დეპრესია და ფიქრობენ სუიციდზე, მაგალითად დრიუ ბერიმორი, კეტრინ ზეტა ჯონსი, ჰოლი ბერი... თუმცა მათ შეძლეს და დახმარება დროულად ითხოვეს.
5. სისასტიკე ცხოველებთან მიმართებაში ფრაზა “გადაღებების დროს არც ერთი ცხოველი არ დაზიანებულა'' ჰაერიდან არ მოსულა, მაგალითად ვეფხვი “პის ცხოვრებიდან'' გადაღებების შემდეგ გამოფიტული იყო არასწორი მოვლის გამო, “ჰობიტის'' გადაღებების დროს 27 ცხოველი დაიღუპა გაუწყლოვანებისგან, კარიბის ზღვის მეკობრეების გადაღებების დროს კი სპეც ეფექტების აფეთქებების გამო ათასობით ოკეანის მკვიდრი დაიღუპა.
6. ჰოლივუდის მსახიობებს შეუძლიათ კანონს თავი აარიდონ მცირე შტრაფი და პრობლემა მოგვარებულია. მაგალითად მსახიობი მეთიუ ბროდერიკი ავარიის მიზეზი გახდა, რის შედეგადაც ადამიანი დაიღუპა. მაგრამ მას მხოლოდ ჯარიმა დაუწესეს, სულ რაღაც 175 დოლარი. მარკ უოლბერგმა კი ახალგაზრდობაში ჩხუბის დროს მოწინააღმდეგე ცალი თვალით დააბრმავა, მას 2 წელი მიუსაჯეს, მაგრამ საბოლოოდ 45 დღეში გამოუშვეს.
7. ჰოლივუდის ოცნება რა თქმა უნდა ყველა ოცნებობს გახსნილ ვარსკვლავზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს ვარსკვლავი თვეში 30 000 დოლარი ღირს, რომელსაც კინოკომპანია იხდის. სამაგიეროდ კი შეუძლიათ თავიანთ მსახიობებს აიძულონ ამა თუ იმ რეკლამაში ან ღონისძიებაში მონაწილეობა, რათა ხარჯები დაუფარონ. 2638 1-ს მოსწონს
|