სხვა ქართული დამწერლობა: ვინ შექმნა ქართული ანბანი? 2020, 21 ივნისი, 20:28 ქართული ანბანური დამწერლობის სამი გრაფიკული ნაირსახებობა არსებობს: 1. ასომთავრული ანუ მრგლოვანი, 2. ნუსხური ანუ ნუსხურ-ხუცური, 3. მხედრული.
ასომთავრული ანუ მრგლოვანი ქართული დამწერლობა უძველესია ქართულ დამწერლობათა შორის. იგია სათავე და პირველწყარო ნუსხური და მხედრული დამწერლობისა. დროთა მანძილზე, ასომთავრული დამწერლობის საფუძველზე ჯერ ნუსხური, ხოლო შემდეგ ნუსხურის საფუძველზე მხედრული დამწერლობა შეიქმნა.
![]() ![]() ქართული კონსონანტურ-ვოკალიზებული დამწერლობაა. მისი წარმოშობის შესახებ მრავალი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება არსებობს. ქართული ანბანის შექმნის თაობაზე ძველ წერილობით წყაროებში ორი ცნობაა დაცული. XI საუკუნის ცნობილი მოღვაწის ლეონტი მროველის მიერ დაწერილ თუ გადაწერილ "ქართლის ცხვორებაში" ნათქვამია, რომ ქართული დამწერლობა შექმნილია მეფე ფარნავაზის დროს. ივანე ჯავახიშვილის მიხედვით ქართული ანბანის გამოგონების დროისა და შემდგენლის პიროვნების შესახებ ქართულ საისტორიო მწერლობაში ჯერჯერობით მხოლოდ ლეონტი მროველის თხზულებაში გვხვდება ცნობა, რაც მისი აზრით გარკვეული მიზეზების გამო კარგავს ფასს. აქ მხოლოდ ის გარემოა საყურადღებო, რომ მროველის ქართული ანბანი ქრისტეს წინანდელ აღმოჩენად ჰქონდა წარმოდგენილი და სხვებივით ქრისტიანობის შენაძენად არ თვლიდა. ![]() ![]() 4079 2-ს არ მოსწონს
|