x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
სად იმალება ჩვენი სისუსტეები?

სად იმალება, ჩვენი, ადამიანების სისუსტეები? ძალზედ დამაფიქრებელი კითხვაა.აქ, შესაძლოა უამრავი მოსაზრება გაჩნდეს თუ სად არის ადამიანთა სისუსტეები, მათი სუსტი მხარეები ან თუნდაც მინუსები როგორც ხშირ შემთხვევაში ვუწოდებთ ხოლმე.წინა სტატიაში ვისაუბრეთ შიშზე, თუ რისი გვეშინია, რატომ ან რა არის ამის მიზეზი შიშს მოსდევს სისუსტე ამიტომ განვიხილავთ ახლა ადამიანისთვის დამანგრეველ სისუსტეებს.სისუსტე ჩემი აზრით, გამოიხატება უსუსურობაში აი, მაგალითად როდესაც რაღაც კონკრეტული საკითხის მიმართ უსუსური ხარ და არაფრის გაკეთება შეგიძლია, ყველა გზა მოჭრილია, არჩვენი არ გაქვს, ვერაფერს გადაწვეტ.მხოლოდ ცხოვრება თამაშობს ამ შემთხვევაში მთავარ როლს, ჩვენ კი პატარა წვრილი, უხილავი ნაწილაკები ვართ რომელთაც არაფერი გვეკითხება სა უბრალოდ ჩვენი საქმე არ არის.აქამდე იყო შესაძლოა პატარა ნაპერწკალი იმედის სხივი, რაც არსებობდა ყველა აზრი, იდეა, ხერხი, ძალა გამოიყენე ახლა კი აღარ გაგაჩნია ამის არანაირი რესურსი თუ შესაძლებლობა.თითქოს დანებდი და ბრძოლის ველზე უკან დაიხიე, ფარ-ხმალი დაყარე, იარაღით მიწას დაეცი და წამოდგომა აღარ შეგიძლია.მუხლიდან სისხლი გდის, დიდი ჭრილობაა ხელი თუ არ ჩაგკიდა ვინმემ ისე შენით, დამოუკიდებლად ვერ ადგები რადგან ყოველივე დამთავრებულია.შენ არ წყვეტ ამ შემთხვევაში როგორ ითამაშო, ჭადრაკის დაფაზე თუ როგორ გადაადგილდე, რამდენი ბიჯით გადაწიო შენი ფიგურა, წახვიდე წინ ან დაიხიო უკან...ან კიდევ უსუსურობას ხელთ ჩაუვარდე და მიჰყვე მარცხის გზას მაგრამ თუ ძლიერი ხარ ესეც კი ვერ შეგაშინებს მაინც მყარად იდგები თუ დაცემული იქნები მიწაზე ძლიერად გექნება ხელები.ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მთავარია ბოლო წამამდე გჯეროდეს და ძლიერად იყო.თუ სუსტად დაეცემი მიწაზე ე.ი მართლა სუსტი ხარ, მაგრამ ამ ნიადაგზე თუ არ დანებდები, არაფერი შეგაშინებს მაშ, ძლიერი ყოფილხარ.ამით რისი თქმა მსურა, მე, რომ დაბადებით არავინ იბადება სუსტი.ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანაზე მოვლენა ესეც კი დიდი ძალაა და ე.წ დამამტკიცებელი საბუთი, რომ ძლიერი ხარ.არავის სურს იყოს სუსტი, სულით ყველა ძლიერია მთავარია შენ იცოდე შენი სიძლიერის გამოვლენა.სუსტი იმ შემთხვევაში ვხდებით როცა რაღაც ღირებულს ვკარგავთ ამ შემთხვევაში იგულისხმება სიცოცხლე, რომელიც ხელიდან გვვეცლება და ეს ჩვენ არ გვსურს, გვინდა, რომ მუდამ ჩვენს გვერდით იყოს და იცოცხლოს ახლობელმა სულმა მაგრამ როგორც ვთქვი ბედისწერა წყვეტს ამ ცხოვრებას....ყველას თავისი ბედისწერა აქვს, ამიტომ შენ არ შეგიძლია შეცვალო იგი.მხოლოდ რაღაც პატარა ცვლილება შეგიძლია განაცდევინო, რომ ბედნიერმა დატოვოს ეს ქვეყანა.მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოავლენს ხოლმე თავს ადამიანური უსუსურობა და სისუსტე..ესეც კი პერიოდულად შემდეგ ისევ ძლიერი ხდება, ეჩვევა ბედისწერას და სწავლობს მყარად დგომას.ამიტომ აქედან გამომდინარე, ქვეყნად სუსტი არსება არ არსებობს.არსებობს მხოლოდ image
ზარმაცი.ყველანი ძლიერნი ვართ, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია.

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0