საქართველო ზურა (გირჩი) ჯაფარიძე: - მე მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების 2020, 8 ივნისი, 23:48 „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ ის მხარს უჭერს ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინებას, ისევე, როგორც ერთნაირსქესიანთა ოჯახების მიერ შვილების აყვანის დაკანონებას. ჯაფარიძის თქმით, ზოგადად, თვლის, რომ სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის, ვინ ვისთან ერთად შექმნის ოჯახს, თუმცა, მისივე განმარტებით, თუკი არსებობს რეგისტრაციის უფლება, საიდანაც შემდეგ სხვა უფლებები გამომდინარეობს, ის უნდა არსებობდეს ყველასთვის, განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა. „ - მე მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების, ისევე, როგორც ერთნაირსქესიანთა ოჯახების მიერ შვილების აყვანის დაკანონებას. შესაბამისად, ის ბოდვა ჩანაწერი ამოსაშლელია კონსტიტუციიდან (ქორწინების, როგორც ქალისა და კაცის ერთობის განსაზღვრება). ქორწინებაში ვგულისხმობ ურთიერთობის სამოქალაქო რეგისტრაციას; რელიგიური რიტუალი კონკრეტული კონფესიის საქმეა. ზოგადად, ვთვლი რომ სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ვინ ვისთან ერთად ქმნის ოჯახს, მაგრამ თუ ასეთი (რეგისტრაციის) უფლება არსებობს, საიდანაც შემდეგ სხვა უფლებები გამომდინარეობს, ის უნდა არსებობდეს ყველასთვის, განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა", - წერს გირჩი ჯაფარიძე. დისკუსია მას შემდეგ წარმოიშვა, რაც „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, „ლგბტქ“ ადამიანებზე საუბრისას განაცხადა, რომ „უმცირესობების უფლება ძალიან კარგად არის დაცული“. ასევე თქვა, რომ ის ერთნაირსქესიანთა ქორწინების უფლების წინააღმდეგია და რომ „შვილი უნდა გაზარდოს დედამ და მამამ“. მოგვიანებით, ამ განცხადებას პარტია „ლელოს“ კიდევ ერთი წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა, თუმცა აქცენტი მხოლოდ ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინებაზე გააკეთა და არა - ხაზარაძის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ის ამტკიცებდა, რომ უმცირესობების უფლებები „ძალიან კარგად“ არის დაცული. „ლელოზე“ ნუ გადაირევით მაინცდამაინც, სხვა პარტიებსაც იდენტური ან ოდნავ გაბლარული პოზიცია აქვთ ამ საკითხთან მიმართებაში; იმიტომ კი არა, რომ რამე პრინციპს იცავენ. ხალხის რისხვის და ხმების დაკარგვის ეშინიათ“, - წერს „გირჩელების“ ლიდერი ზურაბ (თავად გირჩი) ჯაფარიძე 417 1-ს მოსწონს
|