პროზა თრობა 2020, 7 ივნისი, 16:33 ვერ დავიძინე იმ ღამეს, სავსე მთვარე ხუთავდა ქალაქს.ასტროლოგებიც, ბევრს ვერაფერ კარგს წინასწარმეტყველებდნენ. ლუდი დავლიე და სიგარეტის მოსაწევად აივანზე გავედი.ნაბახუსევ სახეს, გრილ ჰაერს ვუშვერდი და ნაფაზს-ნაფაზსზე ვექაჩებოდი.უკან, ტელეფონის ზარმა შემომაბრუნა: - ძმისგულო, მაგარი შუშნიაკი მაქვს. - ღვინო დალიე, გამოგიყვანს... - ვითომ? - ცადე - დეიდა ზინკამ ნიმესილი შემომიტანა და მისი ხელით დამალევინა ელექსორი, სადარბაზოში მთვრალი რომ შემნიშნა. - ვაა, ნახე, ზინკა, რა დუშკაა.ხვალ მწარე შოკოლადს ამოვუტან, ვიცი რომ ძალიან უყვარს... - რაღა, ხვალ, შეჩემმა, თეთრი ღამეები თენდება უკვე... - არც შენ ჩამომრჩი და ფუჟენის კვამლში დაკაფჩონებული, ბოდლერს მიკითხავდი ფრანგულად. - (იცინის) ღვინო დავლიე- არაფერმა არ მიშველა. ჩემი ქუჩის კნაიპედან, დაცვის ბიჭმა გამომაგდო და კუდამოძუებული მგელივით ამოვედი შინ. - ახია, რას გამორბოდი, გდებულიყავი ჩემთან. - ლონდრას ვერ ვუღალატებდი, კართან მელოდა წკმუტუნით. - ამომიარეთ.კარს ღიას ვტოვებ, იქნება ცოტა ჩამთვლიმოს. - კარგი, ძმა, დროებით... - მგონი ამ ღამეს ვერ დავიძინებ, ლუდი დავლიე, ღვინო დავლიე- არაფერმა არ მიშველა.თოფჩიკა თავისთვის ბუტბუტებდა და სავარძელში მთვლემარე აქა-იქ ხვრინავდა მეორე დილამდე. - “ძალზე მცირეა ისეთი გართობანი, დანაშაულად რომ არ იქცევიან ბოლოს." დეიდა ზინკამ დანანებით წარმოთქვა და ოთახის გადაადგილებას მოჰყვა, დამწუხრებული სახით... - ვაიმე, თოფჩიკ, რა მოგივიდა, ძმაკაც?!- ასე ადრიანად არ უნდა წასულიყავი, შე-ჩეე-ემ-აა... ლონდრა, პატრონთან ერთად აყმუვლდა და ნელ-ტფილ ცხედარს გამალებული ლოკავდა.- ვერ დავიძინე იმ ღამეს.ლუდი დავლიე, ღვინო დავლიე- არაფერმა არ მიშველა.თავისთვის ბუტბუტებდა ლოთიკა.ლონდრამ ყმუილით აიკლო სასაფლაოს ტერიტორია, სკამზე წაქცეული პატრონი რომ დაინახა.მესაფლავე, ახალ გაციებულ ცხედართან, საფლავის გათხრას მოჰყვა და მიცვალებული წესისამებრ გააპატიოსნა.მშიერ-მწყურვალი ლონდრა, გათენებამდე და დაღამებამდე იქ იჯდა. მესაფლავის მოწოდებულ პურს, პირს არ აკარებდა.დეიდა ზინკა კი შეშინებული ბოდავდა:- ნუთუ, თაგვების წამალი დავალევინეო და ალცაიმერი მოხუცი, სახეს უმოწყალოდ იხოკდა.ბარმენიც დაძაბული მყშაობდა იმ კვირას:- არ უნდა მიმეტანა ორმაგი გადამთვრალზეო.როცა მესაფლავემ ეს ამბავი მომითხრო:- ვერ დავიძინე იმ ღამეს.ლუდი დავლიე, ღვინო დავლიე- არაფერმა არ მიშველა, გულში ტკივილები მჩხვლეტდა... - ექიმი ზურაბი, დღეს რატომ არ გამოცხადდა სამსახურში?- იჭვნარევი იკითხა დოქტორმა.- ახლავე გადავრეკავ, პატივცემულო.- ვერ დავიძინე იმ ღამით.ტანთ ჩავიცვი და გზატკეცილზე გავედი მანქანით.კნაიპეში შევედი, ლუდი დავლიე, ღვინო დავლიე- არაფერმა არ მიშველა... ჯორჯიანა თბილისი/საქართველო 204 შეფასება არ არის
|