საქართველო შეიხი მირტაგი ასადოვი: სუს-ში მკითხეს, რატომ გავაზიარე მოწოდება, მარნეულში დაესიგნალებინათ 2020, 6 ივნისი, 23:49 შეიხ მირტაგი ასადოვის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისულს უთხრეს, რომ საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიება მარნეულში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე პროტესტთანაა დაკავშირებული. ბოლო დღეებში, მარნეულში, სადაც 3 კვირაა, სრული კარანტინია გამოცხადებული, მოსახლეობა საკუთარ ეზოებში მდგარი მანქანებიდან ასიგნალებს, რითაც პროტესტს გამოხატავს იმ კრიზისის მიმართ, რაც მუნიციპალიტეტს კარანტინის შედეგად მიადგა.
487 შეფასება არ არის
|