x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
გემრიელი და სასარგებლო ბოსტნეულის წვნიანი

4 ულუფისთვის დაგჭირდებათ:
6 საშუალო კარტოფილი
ხახვი
2 თავი ნიორი
200 გრამი ბროკოლი
200 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო
ერთი პატარა სტაფილო
ზეთი
300 გრამი მჟავე კომბოსტო
მარილი, წიწაკა, სანელებლები
დაფნის ფოთოლი
ახალი მწვანილი
1.5 ლიტრი წყალი
მომზადება:
პირველი ნაბიჯი არის ყველა პროდუქტის გარეცხვა.
შემდეგ გათალეთ კარტოფილი დადაჭერით ისე, როგორც გსურთ. შეგიძლიათ გააკეთოთ მათგან კუბურები.
სტაფილო გახეხეთ და ჩაყარეთ პატარა ჯამში, გახეხეთ ნიორი და ხახვი ისინიც მოათავსეთ ჯამში.
გამდინარე წყალში გარეცხეთ კომბოსტოშ და მოათავსეთ პანში.
გახეხილი სტაფილო, ხახვი და ნიორის ნაზავი მოთუშეთ სანამ სტაფილოსფერი არ გახდება, დავამატოთ წყალი და ავურიოთ მთლიანი მასა .
ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო წვნიანის მომზადებამდე 5 წუთით ადრე ჩაყარეთ ჯამში. (ყველაფერი, რომ თითქმის მოხარსული იქნება)
დაამატეთ დაფნის ფოთოლი არომატისთვის და სანელებლები. დატოვე დაბალ ცეცხლზე, სანამ ყველა ინგრედიენტი არ მოიხარშება.
სუფრასთან მიტანის წინ დაამატეთ ახალი წმვანილი.გემრიელი წვნიანი

0
278
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0