x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138958
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
წერილი სიყვარულს I-თავი

●ყველაფრის მოყოლვას ვიწყებ სულ თავიდან, გამომყევი და წაიკითხე ჩემი წერილები●

``-მე, დავწერ შენზე რადგან შენ განსაკუთრებული ხარ, რადგან შენ სულ სხვა ხარ და პირდაპირ გეტყვი, რომ მე, შენ მიყვარხარ.შენი სითბო მკლავს, მოფერება და ალერსი კი მადნობს, შენი სიყვარული მიწაზე დაცემისკენ მიმაშურებს.მუხლებით ისე ძლიერ ვეცემი, რომ წამოდგომა შეუძლებელია...მაგრამ არაფრის არ მეშინია, რადგან ვიცი, რომ შენს ჩემს გვერდით ხარ და ყველაფერში დამეხმარები, გვერდში დამიდგები, გამამხნევებ ხელს ჩამჭიდებ და აღარასდროს გამიშვებ.გამიღიმებ და გამაბედნიერებ, მეტყვი ისეთ სიტყვებს რომელიც მალამოსავით მოედება ჩემს სულს და ისიც კი არ იცი როგორ კვებავ ჩემს გულს შენი დიადი და ბრძენი გულით.როგორი სულგრძელი ადამიანი ხარ, მიხარია, რომ გიცნობ და ჩემი საყვარელი ადამიანი გქვია.უნდა იარსებო მთელი ცხოვრების მანძილზე ძლიერად უნდა იდგე ფეხზე და არასდროს დამტოვო.იცოდე, რომ მე, შენი მჯერავს და სიცოცხლოს ბოლოწუთამდე არ გამიქრება ეს გრძნობა.შენ, ჩემთვის ყველა ფერი ხარ, მილამაზებ და მიფერადებ ცხოვრების რთულ თუ მარტივ დღეებს.გიხარია როცა ბედნიერი ვარ, როცა ვტირი შენც ტირი როდესაც რამე მიჭირს ჩემს სულში დაუკითხავად იჭრები და ქაოსს აქრობ, პრობლემებს მიგვარებ.ნეტავ იცოდე ეს ყოველივე რა მაგარი შეგრძნებაა...მინდა ახლა გარეთ გავიდე და ხმამაღლა ვიყვირო, რომ ჩემი გული ხარ.შენ დამიპყარი, მე კი შენი სული ვარ.შენი ერთი გამოხედვაც კი საკმარისია ჩემთვის.შენ თავიდან ბოლომდე მავსებ ამიტომ მადლობა ნდობისთვის.მადლობა, რომ მე, ამირჩიე და შენ ოცნებად ვიქეცი.ვეცდები, რომ მუდამ შენს ტკბილ ოცნებად დავრჩე...მაგრამ რეალურად უამრავი კითხვის ნიშნებია ჩვენს ურთიერთობაში და მგონია, რომ ეს სიტყვები ყალბია...მაგრამ, ერთი რამ რაც ხელს გვიშლია ეს...ეს... მგონია, რომ ყოველივეს დაანგრევს.ელოდე ჩემს შემდეგ წერილსდა სიმართლეს გაიგებ, იმას გაიგებ რასაც ვმალავ...შეხვედრამდimage
ე მკითხველო...``●

-დროებით, ველი შენგან პასუხს სიყვარულით შენი ძვირფასი და წითური დაიანა

0
126
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0