საზოგადოება 1-ელი ივნისიდან, ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში", გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი 2020, 1 ივნისი, 13:58 1-ელი ივნისიდან, მკითხველი მსოფლიო კლასიკის - "თამაში ჭვავის ყანაში" შეძენას, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სპეციალურ ფასად შეძლებს. შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გადაწყვიტა, ბოლო წლების ბესტსელერები უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა, რათა მეტ მკითხველს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაეცნოს ამ პოპულარულ ლიტერატურას. ამისათვის, ტარდება გამოკითხვა, რომლის მეშვეობითაც, მკითხველი თავად ირჩევს, თუ რომელი წიგნის შეძენა სურს პრესასთან ერთად, ფასდაკლებით. მკითხველთა მეორე რჩეული ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაშია", რომლის სპეციალური ფასია 8.50 ლ, გაზეთთან ერთად- 10 ლ. ამერიკელი მწერლის, ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ მსოფლიო კლასიკაა, რომელიც არაერთ ენაზე ითარგმნა და მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. რომანი 1951 წელს გამოიცა და მაშინვე დიდი კრიტიკა დაიმსახურა. თუმცა კრიტიკას გაუძლო და ის დღემდე, ახალგაზრდების და არა მარტო მათი, ერთ-ერთი რჩეული ნაწარმოებია. ხმის მიცემა გრძელდება. მკითხვეს შეუძლია აირჩიოს ის წიგნები, რომელთა შეძენასაც, ხელმისაწვდომ ფასად ისურვებს. შეავსეთ მოცემული კითხვარი და მონიშნეთ 10 წიგნი, რომელიც გინდათ, რომ ხელმისაწვდომი იყოს „კვირის პალიტრასთან“ ერთად. 69 2-ს მოსწონს
|