სიახლეები ნამდვილია თუ არა კოვიდ 19 2020, 31 მაისი, 15:02 ![]() შეთქმულების თეორიის მომხრე, როგორც წესი, შეთქმულების მონაწილეებს მიაწერს ნეგატიურ პიროვნულ თვისებებს, რითაც შეთქმულთა პიროვნული ხასიათი უკიდურესად უარყოფითად არის წარმოჩენილი, ფაქტობრივად, ხდება მათი დემონიზაცია. შეთქმულებს მიეწერებათ ბოროტი განზრახვები, ამორალური პიროვნული თვისებები, რაც თეორიის მომხრეს ხელ-ფეხს უხსნის, მოიხსნას ნებისმიერი მორალური შეზღუდვა, სინდისის ქენჯნა, თავიდან აცილებს პასუხისმგებლობას, ვინაიდან სჯერათ, რომ ასეთი მონსტრების განადგურების გამო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად, ის გმირად უნდა შეირაცხოს ასეთის გამოვლენის ან/და დასჯისთვის. როგორ წესი, გლობალური შეთქმულების თეორიები პოპულარობის პიკს აღწევენ ეკონომიკური ან/და პოლიტიკური არასტაბილურობის, კრიზისების პერიოდებში. შესაბამისად, საზოგადოების ფართო მასებს არ ძალუძთ და არც სურვილი აქვთ შეეცადონ გაეცნონ პრობლემის ობიექტურ მიზეზებს, ამიტომ პოულობენ „მარტივ გამოსავალს“ - ეძებენ მტრებს, რომლებიც კრიზისს ხელოვნურად ქმნიან. აქედან გამომდინარე, გლობალური შეთქმულების თეორია გზას უხნის მასობრივ ქაოსს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მმართველი ელიტის სასარგებლოდ, ასევე მის წინააღმდეგ. ამის გამო გლობალური შეთქმულების თეორია კრიზისულ სიტუაციაში ფართო მასებით მანიპულირების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ იარაღად იქცევა, ამასთან მისმა „ბოროტად“ გამოყენებამ შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს. არსებობს საყოველთაოდ ცნობილი გლობალური კონსპირაციული თეორიები, როგორიცაა, მაგალითად მასონური ორგანიზაციის ებრაული წარმოშობის შესახებ - მსოფლიოზე გაბატონების მიზნით, მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისების ხელოვნურად შექმნის თეორია - რათა აკონტროლონ მსოფლიოს ეკონომიკური სისტემა, ინფექციების ხელოვნურად შექმნის მითი - მსოფლიოს მოსახლეობის 1 მილიარდამდე შემცირების მიზნით და სხვა. არსებობს ასევე შეთქმულებათა მაგალითები, როგორიცაა:
ყოველივე ამან საბოლოო ჯამში გამოიწვია ისეთი სამეცნიერო მიმართულების ჩამოყალიბება, როგორიცაა კონსპიროლოგია. საინტერესოა, რას ფიქრობენ მეცნიერები ამ თეორიის შესახებ. „პენსილვანიის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, ჯორჯ ენტინის აზრით, „შეთქმულების თეორია“, რომელსაც კონსპიროლოგები სამეცნიერო თეორიად მიიჩნევენ, სინამდვილეში არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი მითების, გამოცანებისა და ჭორებისაგან. შეთქმულების თეორია, ჩვეულებრივ, გამოიყენება, როგორც რთული საზოგადოებრივი მოვლენების „მარტივი“ ახსნა-განმარტება. პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა საზოგადოებრივ სფეროებში მიმდინარე პროცესები წარმოადგენს ორი ან რამდენიმე პირის კოორდინირებული მოქმედების შედეგს. ეს მოქმედებები ყოველთვის შესაძლოა შევრაცხოთ „შეთქმულებად“. თუმცა ჯერ კიდევ ადამ სმითი თვლიდა, რომ ეკონომიკურ პროცესებში პირთა მოქმედების ძირითად მოტივს წარმოადგენს პირადი სარგებლის მიღება. კარლ მარქსი კი მიიჩნევდა, რომ საერთო ჯამში პოლიტიკა ეკონომიკაზეა დამოკიდებული და ექვემდებარება მის ინტერესებს. შეთქმულების თეორიის რეალურ ამოცანას წარმოადგენს არა შეთქმულთა გამოაშკარავება, არამედ თითქოს შეთქმულთა გამოაშკარავების მიზნით გარკვეულ მოვლენათა მისტიფიკაცია. შეთქმულების თეორიის ძირითად სპეციფიკას წარმოადგენს ობიექტის (პირი, ფირმა, კორპორაცია, ერი, სახელმწიფო) არაოფიციალური, საკმაოდ დაუკონკრეტებელი და გაურკვეველი „მხილება“ (ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა საქმე მისულიყო სასამართლომდე და სავარაუდოდ, ბრალმდებელი მხარე პროცესში დამარცხდებოდა). ამას გარდა, კონსპიროლოგიაში დიდ როლს თამაშობს ფარული, არაინსტიტუციონალური ძალაუფლება. რეალური პოლიტიკური მოქმედებები მოითხოვენ საიდუმლოებას არა მარტო გეგმის შემუშავების, არამედ ამ გეგმის რეალიზაციის დროსაც. ამიტომაც, არც ისე ადვილია, ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ ჩვეულებრივი პოლიტიკა და შეთქმულება. კონსპიროლოგია მოკლებულია ჯანსაღ აზროვნებას, არ ემყარება რაიმე დამაჯერებელ არგუმენტებს, არ ამოწმებს მათ სანდოობას და ცოტა რამ თუ იცის რეალური შეთქმულებების შესახებ. კონსპიროლოგია მაგონებს პარანოიდის აზროვნებას, რომელსაც ყველგან ეჩვენება შეთქმულებები, მათ შორის თავად მის წინააღმდეგაც კი. თეორიის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ შეთქმულთა მიერ განხორციელებული მოქმედებები მიმართულია მათ წინააღმდეგ. “ ჯორჯ ენტინის აზრით შეთქმულების თეორიის ყველაზე სუსტ წერტილს წარმოადგენს ისტორიული მოვლენისადმი გარკვეული დამატებების შექმნა: მართალია, რეალურად, ამა თუ იმ მოვლენის მიზეზი შეიძლება საკმაოდ რუტინული იყოს (უბედური შემთხვევა, კატასტროფა, ეპიდემია და ა.შ), მაგრამ კონსპიროლოგები მოვლენათა ოფიციალურ ვერსიების ანაცვლებენ თავიანთი ვერსიით - ყველაფრის უკან დგას ყოვლისშემძლე ფარული ორგანიზაცია, რომელიც იდეალური სიზუსტით თვლის ყველაფერს, არასოდეს უშვებს შეცდომას, მისი წევრები კი ერთიანი მიზნისაკენ ისწრაფვიან. ამგვარი დათქმა საკმაოდ საეჭვოა და ნაკლებსავარაუდოა, რომ მოვლენები, რომლებშიც მოქმედებდა ამგვარი ტიპის გაერთიანება, დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს გაუხმაურებელი: ისტორია გვიჩვენებს, რომ ადრე თუ გვიან, რეალურად არსებული შეთქმულებები საჯაროდ განიხილებიან (მაგალითად, უოტერგეიტის სკანდალი).“ - ვიკიპედია არსებობს ასევე მითი აშშ-ს პრეზიდენტის საიდუმლო წიგნის შეახებ, რომელიც გამოყენებულია ფილმში „ეროვნული საგანძური, საიდუმლოებათა წიგნი“ („National Treasure: Book of Secrets“), რომლის მიხედვითაც აშშ-ს ყველა პრეზიდენტს გადაეცემა წიგნი, რონელშიც ინახება საზოგადოებისთვის უცნობი მრავალი ფაქტი თუ ისტორია. წიგნის ადგილმდებარეობა ცნობილია მხოლოდ პრეზიდენტისა და კონგრესის ბიბლიოთეკარისათვის. თუკი პრეზიდენტს მოკლავენ, ბიბლიოთეკარი წიგნს გადასცემს მის შემცვლელს. ყოველთვის, როდესაც პრეზიდენტი იცვლება, მომენტალურად იცვლება ამ საიდუმლო წიგნის ადგილმდებარეობაც. გავრცელებული კონსპირაციული თეორიების მიხედვით ამ წიგნში მოცემულია ინფორმაცია უცხოპლანეტელებზე და მათ ბაზაზე, 2001 წლის 22 სექტემბრის ტერაქტზე, ანტიქრისტეს ვინაობაზე და მის კავშირებზე, სახელმწიფო გადატრიალებაზე რუსეთში და მესამე მსოფლიო ომზე და ა.შ. დღეისათვის ყველაზე აქტუალური და გავრცელებული კონსპირაციული თეორია ახალი კორონავირუსის გარშემო ტრიალებს. რა არის ეს ვირუსი? ფარული ბიოლოგიური იარაღი, პენტაგონის ბოროტი მაქინაციები, შეაჩეროს ჩინეთის ეკონომიკის ზრდა, ან იქნებ ეს მხოლოდ სახეშეცვლილი ვირუსია, ან საერთოდ არსებობს კი ის? შეთქმულების თეორიები სწრაფად ვრცელდება, ახალი ვირუსის მსგავსად, მაგრამ გადავხედოთ ყველაზე თვალსაჩინოებს. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებული მრავალი ისტორიები ასევე არაჯანსაღი და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავიც არის.
სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, ჩინელმა მეცნიერებმა მისი სრული უარყოფა გამოაქვეყნეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ინდოელმა მეცნიერებმა თავიანთი ნამუშევარი საიტიდან წაშალეს, მაგრამ ძალიან გვიანი იყო, ვაშინგტონ თაიმსმა ახალი ამბები უმალვე აიტაცა და გაავრცელა. მათი სტატიის თანახმად, COVID-19 შეიქმნა ვუჰანის ინსტიტუტში, როგორც ბიოლოგიური იარაღი და შემთხვევით გაეპარათ.
ასე რომ, სახეზეა კონსპირაციული თეორია: კანადელმა ექიმებმა შეიმუშავეს კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალება კვლევითი მიზნებისათვის, რათა ვაქცინები შეემუშავებინათ და ჩინელმა ჯაშუშმა, რომელიც ლაბორატორიაში მუშაობდა მეცნიერის ნიღბის ქვეშ, მოიპარა ვირუსი და გაიტანა ჩინეთში. ნამდვილად ჰოლივუდის კინოსცენარივით ჟღერს, რაც ნიშნავს რომ, სავარაუდოდ სიუჟეტი რეალური არ უნდა იყოს.
რამდენიმე წლის წინ, როდესაც ხალხმა MMS ხსნარზე უფრო აქტიურად დაიწყო მსჯელობა, ამერიკელმა ექიმებმა ის უარყვეს. მათი თქმით, იგი არ შეიძლება გახდეს წამალი, რადგან არსებითად, ის სხვა არაფერია, თუ არა ძვირადღირებული, სამრეწველო მათეთრებელი. კორონავირუსის პანდემია შესანიშნავი მიზეზია ასეთი "უნივერსალური დაცვის მეთოდების" გასავრცელებლად. 4. ბოროტი გვებრძვის, ანუ ვაქცინაცია-ჩიპიზაცია შედარებით მოგვიანებით გავრცელდა ჭორი, რომელიც ალბათ ყველაზე არალოგიკური და რეალობასთან შეუსაბამოა, თუმცა ხალხმა მაინც დაიჯერა ეს თეორია, რომელიც მართლაც წააგავს პარანოიას. ამ თეორიის მიხედვით არავითარი ვირუსი არ არსებობს, ეს პანდემია გამოგონილია და მთელი მსოფლიოს ავტორიტეტული ინსტიტუტები, ექიმები, პაციენტები, ფარმაკოლოგები, პოლიტიკოსები, მოკლედ მრავალმილიონიანი არმია, ყველა ერთად გვატყუებენ! ცხადია არსებობს მიზანიც - იწყება საყოველთაო, სავალდებულო ვაქცინაციის პროცესი, რომლის შედეგი დაავადების პრევენცია კი არა, ხალხის ჩიპიზაციაა, რაც მასების სამართავად არის გამიზნული. ვაქცინასთან ერთად ადამიანის სხეულში შეიყვანენ მიკროჩიპს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება მისი მართვა. ჩიპიზაციით დაშინებული ხალხი უკვე ვიხილეთ ელექტრონული პირადობის მოწმობების გამო. საზოგადოებაში მხოლოდ ამაზე საუბრობდნენ, თემა ერთი იყო ყველგან, რომ ანტიქრისტე გვიახლოვდება, ეს დაჩიპული პირადობის მოწმობა კი მას სჭირდება, რათა უკეთ გვაკონტროლოს! როგორც ჩანს, ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ, რომ ჩიპი არის მობილურ ტელეფონებში, კომპიუტერში, ძვირადღირებულ ავტომობილებში და ა.შ. თუკი ასეთი საშიშია და მასების მართვისთვის სჭირდება ანტიქრისტეს, გამოდის რომ უკვე მართულია ერიც და ბერიც. ადამიანი გონიერი და მოაზროვნე არსებაა, სხვა ცოცხალ არსებებთან შედარებით. ხალხო, ჩვენ ხომ ტვინი გვაქვს, მოდით გამოვიყენოთ ის დროდადრო. 467 3-ს მოსწონს
|