რელიგია ქრისტე, ქრისტიანები და კრშნა 2020, 29 მაისი, 20:40 ადამიანი, რომელიც ყოველგვარი შეფასების მიღმა დგას. სხვადასხვა დროის ადამიანებმა მას სწავლული, ფილოსოფოსი, კულტურის ელჩი, ნაყოფიერი შემოქმედი, რელიგიური ლიდერი, სულიერი მოძღვარი, სოციალური კრიტიკოსი და წმინდანი უწოდეს. ეს უნივერსალური და იშვიათი ფენომენი გახლავთ ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადა, რომელმაც დასავლურ სამყაროს ინდოეთიდან მომავალი თვითრეალიზაციის მეცნიერება მოუტანა. იესო ქრისტეს მიმართ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს, მაგრამ არ არის დოგმატური სწავლება მის შესახებ ვაიშნავიზმში. თუმცა კრიშნას მიმდევრებს მაინც ესმით თავისებურად, თუ ვინ შეიძლება იყოს ქრისტე. “შრიმად-ბჰაგავატამში" ნახსენებია ქრისტე : “ პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). ღმერთის ცნობიერების ჭეშმარიტ მქადაგებელს მოთმინება და თანაგრძნობა უნდა გააჩნდეს. უფალი იესო ქრისტეს პიროვნებაში ორივე პიროვნებას ვხვდებით. იგი იმდენად მომთმენი იყო, რომ ჯვარცმის დროსაც კი არავინ დაუგმია. მას იმდენი თანაგრძნნობა გააჩნდა რომ ღმერთს ევედრებოდა მიეტევებინა, იმათთვისაც ვინც მის მოკვლას ცდილობდნენ. ჯვარზე გაკრული ქრისტე ლოცულობდა :“მამაო, შეუნდე მათ, რამეთუ არ იციან, რას შვრებიან ." ღმერთის ცნობიერების მქადაგებელი ყველა ცოცხალი არსების მეგობარია. უფალმა იესო ქრისტემ ამის მაგალითი უჩენა მცნებიტ “არა კლა". მაგრამ ქრისტიანებს ამ მცნების არასწორი განმარტება უყვართ. ისინი ფიქრობენ, ცხოველებს სული არ აქვთ, ამიტომ თვლიან, რომ თავისუფლად შეუძლიათ სასაკლაოებსი მილიარდობით უდანაშაულო ცხოველის ხოცვა. ასე რომ ძალიან ბევრი პიროვნება აცხადებს თვს ქრისტიანად, ძალზე ძნელია ისეტი კაცის პოვნა, ვინც მკაცრად ასრულებს უფალი იესო ქრისტეს მცნებებს. ქრისტეს შეუძლია თავის თავზე აიღოს მის მოწამეთა მიერ ჩადენილი ცოდვებით გამოწვეული ტანჯვები. მაგრამ ისინი ჯერ გონს უნდა მოეგონ : “რატომ უნდა მივაყენო იესო ქრისტეს ტანჯვა ჩემი ცოდვების გამო?აღარ შევცოდავ." პრაბჰუპადას აზრით იესო ქრისტე დიდებული პიროვნება იყო. იგი არაფერში შემცდარა.მაინც ჯვარს აცვეს. მას სურდა ღმერთის ცნობიერება მიეცა მათთვის, მაგრამ სანაცვლოდ ჯვარზე გააკრეს. - აი როგორი უმადურები იყვნენ. მათ ვერ დააფასეს მისი ქადაგება, მაგრამ ჩვენ ვაფასებთ მას და როგორც ღმერთის წარმომადგენელს ყოველგვარ პატივს მივაგებთ. ჩვენ იგი ჩვეულებრივ ადამიანად არ უნდა მივიჩნიოთ. წმინდა წერილებში ნათქვამია, რომ ყველას, ვინც სულიერ მოძღვარს ჩვეულებრივ ადამიანად თვლის, ჯოჯოხეთური აზროვნება აქვს. იესო ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანი, რომ ყოფიილიყო, ღმერთის ცნობიერებას ვერ გადმოგვცემდა. 285 2-ს მოსწონს
|