ასტროლოგია როგორი აღნაგობის ქალები მოსწონთ, როგორც წესი, მამაკაცებს მათი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისად 2020, 29 მაისი, 13:20 ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა. საიდუმლო არაა, რომ ქალების უმეტესობა საკუთარი სხეულის დახვეწაზე საყვარელი მამაკაცის გულის მოსაგებად ზრუნავს. თუმცა, შესაძლოა საბოლოო ჯამში ისეც აღმოჩნდეს, რომ ამ ზემოხსენებულ მამაკაცს სულაც ფუმფულა და სხეულის მომრგვალებული ფორმების მქონე ქალებისკენ გაურბის თვალი. ჰოდა, მითხარით, რა აზრი აქვს თქვენ მიერ ოფლის ღვრაში გატარებულ საათებს სპორტდარბაზში? ასე მაგალითად ვერძის ნიშნით დაბადებული კაცი, როგორც წესი, მომცრო ტანის, მოძრავ გოგონებს ანიჭებს უპირატესობას. კუროს გამორჩეულად ფორმიანი, ფუმფულა ქალები იზიდავს. ტყუპისთვის ურთიერთობაში ქალის აღნაგობაზე მეტად მნიშვნელოვანი მისი გონებრივი მონაცემებია. კირჩხიბს რომ მოეწონოთ, სასურველია, დიდი ზომის მკერდი გქონდეთ ან განიერი თეძოები. ლომს პრინცესებისკენ გაურბის თვალი. შეგიძლიათ მონდომებით "დაიყენოთ" გარეგნობა. ქალწულისთვის მნიშვნელოვანია მისი საყვარელი ქალი ჰიგიენური და მოწესრიგებული იყოს განურჩევლად გარეგნობისა. ხოლო სასწორთან უდავოდ მოგიწევთ აკონტროლოთ როგორც წონა, ისე სხეულის იდეალური პარამეტრები. იმიტომ რომ, სასწორებს ვიზუალურად ლამაზი ქალები ხიბლავთ. მორიელისთვის მთავარია ქალი ბრუტალურად სექსუალური იყოს და არა აქვს მნიშვნელობა მის წონას... განაგრძეთ კითხვა <<< 2792 3-ს მოსწონს
|