სხვა სექსუალურ უმცირესობათა უფლებები 2020, 28 მაისი, 21:36 თუ ვინ უყვარს ადამიანს, როგორ აცვია და ზოგადად ვინ არის-ამის გამო მსოფლიოს ირგვლივ ისინი დიდ ზეწოლას განიცდიან. ძალიან ბევრ ქვეყანაში, იყო ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ან ინტერსექსი ნიშნავს ცხოვრობდე ყოველდღიური დისკრიმინაციის ქვეშ.დისკრიმინაცია შესაძლოა ემყარებოდეს შენს სექსუალურ ორიენტაციას, გენდერულ იდენტობას, გენდერულ გამოხატულებას ან სექსუალურ მახასიათებლებს. უმეტეს შემთხვევებში LGBTI ადამიანები შევიწროებას განიცდიან ქუჩებში, რაც გამოიხატება ფიზიკური ძალადობით და ზოგჯერ, მკვლელობებითაც კი.2017 წლის ოქტომბერსა და 2018 წლის სექტემბრის ჩათლით 369 ტრანსგენდერი ემსხვერპლა მოძალადეს.აღსანიშნავია ინტერსექსის მიმართ დამოკიდებულება, არის იძულებითი ოპერაციების შემთხვევები, რაც იწვევს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრამვების განვითარებას. Არსებობს შემთხვევები, როდესაც უშუალოდ მთავრობის მხრიდან მომდინარეობს პირდაპირი განკარგულებები LGBTI თემის დისკრიმინაციისა.ჩეჩნეთის ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას გეი მამაკაცების მიმართ ყველანაირი ძალადობის გამოყენებისკენ.ბანგლადეშში სახელმწიფო არმიის მიერ ხდება LGBTI აქტივისტების სიკვდილის ზღვარმდე მიყვანა. ერთსქესიანთა შორის სექსუალური აქტი 70 ქვეყანაში კრიმინალიზებულია, მათ შორის ცხრა სახელმწიფო სიკვდილით სჯის.სადაც ამ ადამიანების მიმართ ძალადობა დეკლარირებული არ არის, მათ მაინც არ იცავს კანონი და სრულიად უსუსურნი არიან შანტაჟის, არაადამიანური მოპყრობისა და შევიწროების მიმართ.LGBTI-თემის ადვოკატებს უწევთ გადალახონ უამრავი სირთულე და გამოწვევა, ისინი მეტწილად საკუთარ სიცოცხლეს აყენებენ რისკის ქვეშ. ყოველწლიურად ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ადამიანები ქმნიან ქუჩაში გაერთიანებებს და მარშით გამოხატავენ საკუთარი თავისადმი სიამაყეს.დღეს 43 ქვეყანაში ჰომოფობია კრიმინალად ითვლება, ხოლო 2019 წლის მაისში, 27-მა ქვეყანამ ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალურად გამოაცხადა. Რას ნიშნავს სექსუალური ორიენტაცია? ადამიანის სექსუალური ორიენტაცია გამოიხატება მისი ლტოლვით მეორე ადამიანის მიმართ.ყოველი პიროვნების სექსუალური ორიენტაცია მისი პირადი ინფორმაციაა და თავად გადაწყვეტს, სურს თუ არა ამ ყველაფრის იდენტიფიცირება, ზოგიერთი ადამიანისთვის სექსუალური ორიენტაცია შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს. ლესბოსელი-ქალისა და ქალის ურთიერთობა გეი-მამაკაცისა და მამაკაცის ურთიერთობა პანსექსუალი-ადამიანი განიცდის ლტოლვას ყველა გენდერის მიმართ ასექსუალი-ადამიანს არ გააჩნია ლტოლვა არც-ერთი სქესის მიმართ. რას ნიშნავს ტრანსგენდერი? Ტრანსგენდერი ადამიანი არის ინდივიდი, რომლის გენდერული იდენტობა და გამოხატულება არ ემთხვევა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ გენდერს. Ტრანსგენდერი არ შეიძლება ეკუთვნოდეს აუცილებლად ქალის ან მამაკაცის ტიპს.ზოგიერთი მათგანი ერთზე მეტი გენდერის მატარებელია და არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც საერთოდ არ გააჩნიათ გენდერი.იყო ტრანსგენდერი, ეს არ ახდენს გავლენას პიროვნების ორიენტაციაზე.შესაძლოა იყო ტრანსი მამაკაცი და გეი ან ტრანსი ქალი და ლესბოსელი. რომელი სახელმწიფოები ცნობენ ტრანსგენდერი ადამიანის გენდერს კანონის ძალით? Ზოგიერთ ქვეყანაში ტრანსგენდერი ხალხის გენდერს აღიარებენ კანონიერად.თუმცა ამისათვის უნდა გაუძლონ სტერილიზაციის პროცესს, ფსიქიატრიულ შემოწმებასა და სხვა დამამცირებელ ქმედებებს, რომელიც არღვევს მათ უფლებებს.არსებობენ სახლმწიფოები, რომლებიც ამ ყველაფრის გარეშე ანიჭებენ ინდივიდს მისთვის სასურველ გენდერს ესენია-არგენტინა, ბელგია, კოლუმბია, დენმარკი, ირლანდია, მალტა და ნორვეგია. რას ნიშნავს ინტერსექსი? Როდესაც ადამიანი იბადება გენიტალიებით, რომლის მიკუთვნებაც შეუძლებელია ერთ კონკრეტული სქესისადმი, ამას ეწოდება ინტერსექსი.მაგალითად, ინდივიდის სხეულს აქვს ორივე სქესისადმი დამახასიათებელი ნიშნები, არსებობს ქრომოსომული დარღვევების.ეს ნიშნები შესაძლოა გამოვლინდეს დაბადების მომენტში ან გამომჟღავნდეს მომწიფებისას. Სად არის ერთსქესიანთ სექსი კრიმინალიზებული? გქონდეს სექსი პარტნიორთან, რომელიც შენივე სქესისაა 70 ქვეყანაშია კანონით აკრძალულია-ბანგლადეში, ბარბადოსი, ყატარი, უგანდა... ამ სახელმწიფოებში თქვენ შეიძლება სამუდამო პატიმრობა მოგესაჯოთ.ცხრა ქვეყანაში კი სიკვდილით დაისჯებით-ავღანეთი, ბრუენი, ირანი, ერაყი, მაურტანია, პაკისტანი, საუდის არაბეთი, სუდანი და იემენი. სად მიიღეს ერთსქესიანთა ქორწინება? 2019 წლის მაისში 27 ქვეყანაში დაკანონდა ერთსქესიანთა ქორწინება.მათ შორისაა, არგენტინა, კანადა, ირლანდია, მალტა, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი.ტაივანმა განაცხადა თანხმობა, თუმცა კანონიერად ჯერ არ დაუმტკიცებიათ. Რა არის pride? არსებობს pride-ის ბევრი ფორმა-ესენია ქუჩის მსვლელობები, ფილმების ეკრანიზაცია და დებატები აღნიშნულ თემაზე. ეს არის იმ ადამიანების დღესასწაული, რომლებიც მარგინალიზაციას განიცდიან საკუთარი იდენტობის გამო.ეს მოვლენა ყველა ქვეყანაში სხვადასხვა თარიღით იმართება.ამერიკასა და ევროპაში ივნისში, სამხრეთ აფრიკაში კი მისი სეზონი მაისია.pride აკრძალულია გარკვეულ ქვეყნებში ესენია, რუსეთი, საუდის არაბეთი, უგანდა და თურქეთი. Რატომ არის LGBTI უფლებები მნიშვნელოვანი? ყველა უნდა ამაყობდეს საკუთარი თავითა და მათით ვინც უყვართ.ჩვენ ყველას გვაქვს უფლება გამოცხატოთ საკუთარი თავი თავისუფლად.ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი იცავს ყოველი ინდივიდის გამოხატვის თავისუფლებას. Ჰომოფობიისა და ტრაბსფობიის დასასრული გადაარჩენს სიცოცხლეს. Ანტი LGBTI აქტვისტების მხრიდან შევიწროებას მივყავართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობამდე.ყველას აქვს უფლება რომ თავისუფლად და უსაფრთხოდ იცოცხლოს. LGBTI ადამიანებთან მშვიდი თანაცხოვრებით ვისწავლით თუ როგორ დავამარცხოთ გნდერთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპები.ეს სპერეოტიპები აზიანებს საზოგადოებას და აწესებს საზღვრებს, რომელიც ზღუდავს თავისუფლებას. LGBTI ადამიანები, განსაკუთრებით ტრანსგენდერები არიან ეკონომიკური და სოციალური გაჭირვების რისკის ზღვარზე.მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სამედიცინო სერვისების მიღების, განათლებისა და დასაქმების უფლება. 88 1-ს მოსწონს
|