x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
ჯასტინ ბიბერის ინტერვიუ ჟურნალ Teen Now’s – სთვის

ჯასტინმა გრძელი გზა გამოიარა მას მერე, რაც მისი ვიდეო Youtube - ზე ატვირთეს – ის ახლა მსოფლიო მოვლენაა ! უკვე დროა გავესაუბროთ პოპის უდიდეს ვარსკვლავს.
ჯასტინ, თავს რომანტიკოსად მიიჩნევ?
– დიახ, მე საკმაოდ რომანტკიკული ვარ. დედაჩემმა მშვენიერი საქმე გააკეთა ჩემი ასეთი გაზრდით. და ასევე მე ვარ ძალიან მგრძნობიარე.
და როდესაც შენ გინდა რაიმე განსაკუთრებული რომანტკიკული გააკეთო, რას აკეთებ?
– ჩემი აზრით, საუკეთესო რომანტიკული იდეები, ეს არის რაღაც, რასთან ერთადაც შენ დრო უნდა გაატარო. ალბათ პიკნიკი, სადაც შენ ბოლომდე დაიხარჯები და მას დაამახსოვრებ ისე, რომ მერე თავის მეგობრებს უთხრას ' ეს მან ჩემთვის გააკეთა '
რა არის ყველაზე რომანტკიკული რამ, რაც შენთვის გაუკეთებია ვინმეს?
– მე ვთვლი, რომ ძირითადად ბიჭი უნდა იყოს რომანტიკული. მე არ ვთვლი, რომ გოგონა რომანტიკული უნდა იყოს. ეს უნდა იყოს ბიჭი.
რატომ ფიქრობ ამას?
– მე ვთვლი, რომ ეს შენი პასუხისმგებლობაა. შენ ხარ ბიჭი და შნ უნდა იყო ის, ვინც მას გარეთ გამოიყვანს და არა პირიქით.
რა არის საუკეთესო რჩევა, რაც კი დედათქვენს მოუცია თქვენთვის.
– ალბათ ის, რომ ყოველთვის უნდა მახსოვდეს საიდან ვარ მე. და ასევე ის, რომ ყოველთვის უნდა ვიყო თავმდაბალი.
რის გამო შეიძლება დაიწყო სიცილი?
– მე მიყვარს ფილმების ყურება. მე მიყვარს ვილ ფერელი და ჩემი ფავორიტი არის კევინ ჰარტი, ჩემი აზრით ის სასაცილოა.
შენ ბევრ ცნობილ ადამიანთან გიწევს შეხვედრა. არის მათ შორის ისეთი ვინმე, ვინც შენთვის მაგალითია?
– მაიკლ ჯექსონი. მე ნამდვილად მინდა მის დონემდე მივიდე.
შენ მას შეხვედრილხარ?
– მე არასოდეს მქონია მასთან შეხვედრის შანსი. როდესაც მე პირველად გადმოვედი ამერიკაში, მე ლოს ანჯელესში ჩამოვედი რეპეტიციაზე და ის მოპირდაპირე მხარეს იყო. ის იქ მდებარე კინოთეატრში კინოს უყურებდა. ანუ ის იქ იყო, მე მინდოდა გავქცეოდი და მენახა ის, თუმცა ის წავიდა და მე ის გავუშვი. ამის მერე მე ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი.
არის თუ არა შენი ისეთი სკოლის მეგობარი, რომელსაც დღემდე ნახულობ და მასთან ერთად დროს ატარებ?
– კი, რა თქმა უნდა, ჩემი მეგობარი რაიანი. ის დღეს ჩემთან ერთადაა და ჩვენ პატარაობიდან ვმეგობრობთ.
გილოცავ Believe - ის წარმატებას. რაოდენ ბედნიერი ხარ შენ?
– დიდი მადლობა. მე ძალიან აღელვებული ვარ, რომ Believe – მა ამდენი რამ შეძლო. მე ძალიან ბევრი ვიშრომე ამ ალბომზე და მიხარია, რომ ხალხს ის მოსწონს.
რომელი სიმღერის ლაივში შესრულებას ელით ყველაზე მოუთმენლად?
– მე ვერ ვითმენ მთელი ალბომის სიმღერების შესახებ. As long as you love me – ით დაწყებული, რომელიც სავსეა ენერგიული ცეკვებით და Die In Your Arms – ით დამთავრებული, რომელსაც ჩემს გიტარისტთან, დენთან ერთად ვასრულებ. პერფომანსები, ეს ჩემი საყვარელი ნაწილია იქიდან, რასაც მე დღეს ვაკეთებ.
წლევანდელი Summertime Ball – ის ყურების შემდეგ, ჩვენ აღელვებულები ვართ ტურნეს შესახებ. რას უნდა ელოდნენ შენი ბრიტანელი ფანები?
– ჩვენ ამ ტურნეს ერთად მივიღებთ. მაგრამ ბრიტანელ ფანებს შეუძლიათ ელოდნონ დიდ შოუს, რომელიც My World - ზე დიდი იქნება. მე ძალიან აღელვებული და მოხიბლული ვარ, რომ მეძლევა ტურნეს ჩატარების საშუალება.
რა გჭირდება თან?
– წყალი, ჩაი, ხილი – არაფერი სიგიჟე !
რას ღებულობ კულისებში?
– ჩვენ ვერთობით და ვთამაშობთ ვიდეო თამაშებს. მინდა ვთქვა, რომ შპუს დაწყებამდე ჩვენ ძალიან მოდუნებულნი ვართ.
არის რაიმე რიტუალი შოუმდე?
– ჩვენ ყოველთვის ვლოცულობთ წრეში, სანამ მე სცენაზე გავალ.
შეგიძლია გაიხსენო, თუ რას ფიქრობდი, როდესაც შენი ვიდეო პირველად ატვირთეს YouTube – ზე?
– როდესაც მე პირველად დავიწყე YouTube – ზე ვიდეოების ატვირთვა, მე მათ ჩემი ოჯახის სხვა ახლო წევრებისთვის ვავრცელებდი.
რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტი შენი კარიერისთვის?
– ინტერნეტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი კარიერისთვის. მე აღმოჩენილი ვიყავი YouTube – ზე და მე ყოველდღე ვეკონტაქტები ფანებს თვითერის საშუალებით. ინტერნეტი არის და ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი ცხოვრების ხაზი ჩემსა და ჩემი ფანების შორის.
როგორ ძლევ ყურადღებას? შენ ყოველთვის ბრბო გხვდება, სადაც არ უნდა წახვიდე?
– მე მიყვარს ყურადღება – როგორ შეიძლება 18 წლის ბიჭს არ მოსწონდეს.
არის ისეთი ადგილები, სადაც შენ ინკოგნიტოდ შეგიძლია სიარული?
– კი არის რამდენიმე ადგილი, თუმცა ეს საიდუმლოა. მე არ შემიძლია გითხრათ ეს ადგილები.
გაქვს ისეთი დღეები, როდესაც მარტო გინდა ყოფნა?
– რა თქმა უნდა, ყველას აქვს ცუდი დღეები. მაგრამ მე ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან როდესაც მარტო მინდა ყოფნა, მე შემიძლია ჩემს ფანებსა და მათ მხარდაჭერაზე ვიფიქრო. მე არ მინდა მათი იმედების გაცრუება.
რას აკეთებ მაშინ, როცა მასე ხარ? შესვენებას იღებ?
– ჩემი გუნდი, თუ მე ცუდად ვარ, ერთ კვირიან შვებულებას მაძლევს, რათა დავისვენო და მოვდუნდე.image

0
169
2-ს მოსწონს
ავტორი:sally
sally
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0