x
image
მანჩო 777
ათი რამ, რასაც ყველა ადამიანი სიცოცხლეში ერთხელ მაინც აკეთებს
გარდა იმისა, რომ დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი სუნთქავს, ჭამს, სძინავს, მოძრაობს და ასე შემდეგ, მათ აერთიანებთ ქმედებები, რომელიც ნებისმიერ მათგანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც გაუკეთებია...


პირველი პუნქტი ჩვენი ათეულისა ეხება მთელ კაცობრიობას ანუ აბსოლუტურად ყველა ზრდასრულ ადამიანს გამორიცხვის გარეშე. არ არსებობს (ან არ არსებობდა ) ადამიანი, რომელსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც არ უთქვამს ტყუილი, თუნდაც სრულიად უწყინარი და თუ ვინმე გარწმუნებთ, რომ ცხოვრებაში არასოდეს მოუტყუებია, იცოდეთ, რომ ის უტიფრად ცრუობს.


image




საპატიო მეორე ადგილს იკავებს მასტურბაცია. ყველა ზრდასრული ადამიანი სიცოცხლეში ერთხელ მაინც აკეთებს ამას და ის, ვინც გეუბნებთ, რომ თვითდაკმაყოფილების ამ ხერხისათვის არასოდეს მიუმართავს, ავტომატურად ხვდება ჩვენი სიის პირველ პუნქტში.



image




მესამე პუნქტი ეხება სექსუალურ ფანტაზიებს თავისივე სქესის ადამიანთან. შეიძლება ამ აზრებმა ბევრ თქვენგანში გამოიწვიოს ზიზღი და აღშფოთება, მაგრამ ეს სიცოცხლეში ერთხელ მაინც მომხდარა, ან თქვენ ფიქრებში, ან სულაც ძილში. აქაც იგივეს აღვნიშნავ: ის, ვინც ამას გადაჭრით უარყოფს, ხვდება პირველი პუნქტის სიაში.


image




მეოთხე პუნქტი ეხება ფრჩხილების კვნეტას. ყველა ადამიანი, 9-10 წლის ასაკიდან დაწყებული, ერთხელ მაინც ყოფილა შემჩნეული ამ საქციელში.


image




მეხუთე ადგილზეა სიგარეტი. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ დედამიწის მცხოვრებთა თითქმის 100% -ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუსინჯავს ეს ''სიკვდილის ღერო".


image




მეექვსე ადგილზეა გინება. ყველაზე უწყინარი და პატიოსანი ადამიანიც კი სიცოცხლეში ერთხელ მაინც წარმოთქვამს საგინებელ სიტყვას - უნებლიეთ ან განზრახ. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც არანორმატიული ლექსიკა ჩვეულებრივ სასაუბრო ენადაა ქცეული.


image




მეშვიდე პუნქტს იკავებს საღეჭი რეზინი. ის ჩვენთან არის უკვე 142 წელია, თუმცა ადამიანები მანამდეც აქტიურად იყენებდნენ ბუნებრივ კევებს. ერთი დღე -ღამის განმავლობაში ჩვენ პლანეტაზე მოიხმარენ 100 ტონა საღეჭ რეზინს. 15 წლიდან დაწყებული, დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც გაუსინჯავს ტკბილი რეზინის გემო. სტატისტიკის მიხედვით, დედამიწის 100 ყველაზე დიდ ქალაქში ყოველდღიურად მიწაზე ყრიან 50 ათასზე მეტ საღეჭ რეზინს.


image




მერვე ადგილს იკავებს ჩაი. სტატისტიკის მიხედვით, XIX საუკუნიდან დაწყებული, დედამიწის ყოველ მესამე მცხოვრებს სიცოცხლეში ერთხელ მაინც გაუსინჯავს ეს არომატული ცხელი სასმელი.


image




მეცხრე ადგილზეა ცეკვა. თითქმის ყველა ადამიანს, ყველაზე მოუქნელს და უხეშსაც კი, სიცოცხლეში ერთხელ მაინც უცეკვია ან შეუსრულებია სრულიად მარტივი ერთი საცეკვაო მოძრაობა მაინც.


image




მეათე, ყველაზე საპატიო ადგილს იკავებს ფული. ფული ისეთი რამაა, რასაც ყველა ადამიანი ემონება. ამ მომენტისათვის, მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, დედამიწის ზრდასრული მოსახლეობის 100%-ს აუცილებლად ხელთ აქვს ფული. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ათასი დოლარი თუ ერთი ცენტი. მთავარია ის, რომ ყველა ადამიანს ჰქონია ურთიერთობა რომელიმე სახის ფულად ნიშანთან.


image



კიდევ შეიძლება რამდენიმე პუნქტის ჩამოთვლა, რასაც დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა სიცოცხლეში ერთხელ მაინც აკეთებს. საინტერესოა, რომელ პუნქტს არ ეთანხმებით ჩამოთვლილთაგან და რატომ? - დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.


1
2847
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2847
  
2020, 28 მაისი, 1:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1