x
image
თორნიკე55
კორონავირუსი და რელიგია
სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში დღევანდელი დღის მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 340 537 ათასია. დღემდე არ არსებობს ვაქცინა, არ არსებობს წამალი, ისევე როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო ექიმების ერთადერთი რეკომენდაციაა სახლში დარჩენა, სოციალური დისტანცირება და ჰიგიენის დაცვა. მიუხედავად ასეთი მაღალი სიკვდილიანობისა და ვირუსის სწრაფად გავრცელებისა, რელიგიური კონფესიები, ერთგვარ დაბრკოლებას ქმნიან და გაურკვევლობაში ამყოფებენ თავიანთ მრევლს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, აღდგომის წინა დღეებში, თავიანთ მრევლს აქტიურად მოუწოდებდა, მისულიყვნენ ეკლესიებში და ელოცათ. არც საერთოდ კოვზით ზიარებაზე უთქვამთ უარი მღვდელმსახურებს, პირიქით ხალხს მოუწოდებდნენ მიეღოთ ქრისტეს სისხლი და ხორცი საერთო ბარძიმიდან. თუ გავიხსენებთ რა ხდებოდა აღდგომის დღეს ბაგრატის ტაძარში, ეს იყო მასობრივი დაინფიცირების კერის რისკი, როცა ხალხის ნაკადი მოძრაობდა ბაგრატის ირგვლივ.

ეს ყველაფერი ძაან გავს რუსული ეკლესიის ქმედებებს. მაგალითად, სასულიერო პირები, ხალხს მოუწოდებენ მივიდნენ ეკლესიებში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას სამართალდამცავებიც უკრძალავენ. ესენი არიან ის მორწმუნე მღდლები, რომლებიც მეორედ მოსვლის რწმენით არიან დაკავებულები და ეწინააღმდეგებიან ანტიქრისტეს. რომლებიც ხალხს მოუწოდებენ აქტიურად ებრძოლონ ციფრულ ტექნოლოგიებს და ჩიპიზაციას.

საინტერესოა, რატომ იქცევა ასე ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესია, თითქოს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მათ სურთ ღმერთის გამოცდა, თავგანწირვა და ფანატიზმი არ არის ქრიასტიანობა.


მაგალითად, მუსულმანური სასულიერო წინამძღოლები, პანდემიის დროს არ ცდებიან იმ რეკომენდაციებს, რასაც ექიმები იძლევიან. მექა, რომელიც ერთ-ერთი წმინდა ადგილია მუსულმანური მრევლისთვის, წელს პირველად იყო ცარიელი.

ცარიელი მექა

პ.ს “მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს”

ისაია 26:20

3
192
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
192
  
2020, 29 მაისი, 14:18
"ქართული და რუსული ეკლესიები", როგორც ზოგადად, სხვა (ბერძნული, რუმინული სერბული და ა.შ.) მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიები "გვანან" ერთმანეთს, მაგრამ განსხვავდებიან კიდეც. წირვის დაყენების წესი მსგავსია, განსხვავდებიან რიგ მიდგომებში. საერთოდ, კითხვის ასე დასმა, ბოდიშ ვიხდი მაგრამ არაკომპეტენტურობამდე უშინაარსოა.
2020, 24 მაისი, 17:06
რუსული და ქართული ეკლესია არ გავს ერთმანეთს ანუ?
2020, 24 მაისი, 16:06
"ყველაფერი ძაან გავს რუსული ეკლესიის ქმედებებს. მაგალითად, სასულიერო პირები, ხალხს მოუწოდებენ მივიდნენ ეკლესიებში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას სამართალდამცავებიც უკრძალავენ".
პატივცემულო ავტორო! თქვენდა სამწუხაროდ, მინდა გაცნობოთ, რომ რუსულმა ეკლესიამ პანდემიის დროს მრევლისთვის დაკეტა ტაძრები. რამოდენიმე სასულიერო პირმა კი ჩაატარა მრევლთან ერთად სააღდგომო წირვა, მაგრამ მათ "საქმეს" ახლა სინოდი განიხილავს. აქედან გამომდინარე, ლოგიკას მოკლებულად მიმაჩნია ამ მხრივ ტოლობის ნიშნის დასმა ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის. თქვენი პთოსი "გასაგებია", მაგრამ ლოგიკაში მოიკოჭლებთ :)
0 1 3