კონფლიქტები რამზან კადიროვი ავადაა 2020, 22 მაისი, 18:59 ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, რომელიც გროზნოს "ახმატის" საპატიო პრეზიდენტია, კორონავირუსით დაინფიცირდა.
კადიროვი 20 მაისს თვითმფრინავით სასწრაფოდ მოსკოვში გადაიყვანეს და ერთ-ერთ კლინიკაში დააწვინეს.
კადიროვმა თავი შეუძლოდ რამდენიმე დღის წინ იგრძნო, მოგვიანებით კი მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ექიმებმა სამკურნალოდ მოსკოვში გამგზავრება ურჩიეს.
ამტკიცებენ, რომ კადიროვს ფილტვების პარალიზების დიაგნოზი დაუსვეს. COVID-19-ის დიაგნოზი ჯერ არ დაუსვამთ. 546 შეფასება არ არის
|