სხვა ოლიმპიადა დასრულდა 2012, 12 აგვისტო, 22:57
დღეს 12 აგვისტოს დასრულდა ზაფხულის ოცდამეათე ლონდონის ოლიმპიური თამაშები.მასში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს 204 ქვეყნის წარმომადგენლები, 10000-ზე მეტი სპორტსმენი და 2000-მდე მწვრთნელი და დელეგატი.ყველაზე წარმატებით ჩინეთი გამოვიდა რომელმაც ოლიმპიადაზე, ბოლო მონაცემებით მოიპოვა 36 ოქრო, 22 ვერცხლი და 19 ბრინჯაო ჯამში 77 მედალი, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინელების დელეგაცია დაახლოებით ექვსასი სპორტსმენისაგან შედგებოდა.მეორე საპრიზო კატეგორია ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავია 34 ოქროთი, 22 ვერცხლით და 25 ბრინჯაოთი ჯამში 81 მედალი.რაც შეეხება მესამე ადგილს აქ მასპინძლები იმყოფებიან 22 ოქროთი, 13 ვერცხლით და ამავე რაოდენობის ბრინჯაოთი ჯამში 48 მედალი.საქართველო ბოლო მონაცემებით 35 ადგილზე იმყოფება ერთი ლაშა შავდათუაშვილის ოქროთი, სამი ვერცხლით და სამი ბრინჯაოთი.სულ საქართველოს შვიდი მედალი აქვს, თუმცა დავკარგეთ რამდენიმე ოქროს რელური შანსი, მაგალითად ხინჩიგაშვილის ფინალი, სადაც უსამართლო მსაჯობით ოქრო დავკარგეთ, მართალია მსაჯები მოხსნეს მსაჯობიდან, მაგრამ ამას ჩვენთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონია.
საოცრება მოხდა ძიუდოში სადაც მართლაც საუკეთესოდ იასპარეზა 20 წლის ლაშა შავდათუაშვილმა რომელიც ჩემპიონი გახდა.საოცრება იყო ის ფაქტიც, რომ იაპონიამ ვარცერთი ოქროს მედალი ვერ აიღო ვაჟებში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მედლების სრული კომპლექტი მოდის გორში, ქალაქში რომელშიც ოთხი წლის წინ იყო ომი და ამხელა სიხარულს ვერავინ წარმოიდგენდა ამ დროისათვის.ოლიმპიური ნაკრები ხვალ საღამოს დაბრუნდება სამშობლოში, ერთი ოქროთი, სანი ვერცხლით და სამი ბრინჯაოთი.
42 6-ს მოსწონს
|