რელიგია მღვდელი,რომელიც მრევლს კორონავირუსისგან ხელის დადებით "კურნავდა",მოკვდა 2020, 21 მაისი, 13:34 ![]() კამერუნელი პასტორი ქალაქ დუალადან, რომელიც აცხადებდა, რომ კორონავირუსის განკურნება შეეძლო, ინფიცირებიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Kikio Tolu News-ი. აღსანიშნავია, რომ მღვდელმა ფრანკლინ ნდიფორმა(Frankline Ndifor)2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყარა. ![]() კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ფრანკლინი ინფიცირებულების განკურნებას ხელის დადებით და ლოცვით ცდილობდა. შედეგად, ნდიფორი თავად გახდა ავად, დაეწყო სუნთქვის გაძნელება. პასტორი სამედიცინო დახმარების მიღებიდან 10 წუთში გარდაიცვალა. ![]() ![]() შეგახსნებთ, დიდი ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაიცვალა მღვდელი ჯერალდ გლენი(Gerald Glenn), რომელიც ამბობდა, რომ "ღმერთი უფრო დიდია, ვიდრე ეს ვირუსი".გლენი 5 აპრილის დაინფიცირდა და 11 აპრილს გარდაიცვალა. 370 3-ს მოსწონს
|