ასტროლოგია ამულეტები, რომლებსაც წარმატება, ბარაქა და იღბალი მოაქვს - როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი 2020, 21 მაისი, 11:40 იპროგრამებდნენ თავს და აპროგრამებდნენ მომავალს პოზიტივზე. ამ მხრივ არსებობს რამდენიმე, განსაკუთრებით "აპრობირებული" ამულეტი, რომელსაც დღესდღეობითაც წარმატებით იყენებენ ადამიანები განურჩევლად ეროვნებისა, ასაკისა და წარმოშობისა. მონეტა მიჩნეულია, რომ ძველი მონეტის ამულეტად გამოყენება მფლობელისკენ მატერიალურ დოვლათს იზიდავს. იგი ასევე აძლიერებს უკვე არსებული ფინანსური მდგომარეობის სტაბილურობას მფლობელისთვის. მონეტა უნდა დააწებოთ უფერულ პლასტიკატის ნაჭერზე, რომელიც თავად მონეტაზე ოდნავ ფართო იქნება. პლასტიკატის ნაჭერი შეგიძლიათ გახვრიტოთ ზონრით ამულეტის სატარებლად და მონეტა როგორც კულონი ისე ატაროთ. ქისა მიჩნეულია, რომ ამგვარ თილისმას ფინანსური წარმატება და იღბალი მოაქვს კარიერაში. ნებისმიერი რბილი მატერიისგან შეკერეთ პატარა ქისა, მასში მოათავსეთ სამი მონეტა, ერთი გვირილის და ერთიც ვარდის გამხმარი ფურცელი. თავი უნდა მოუკრათ მწვანე ან ყვითელი ზონრით. ამგვარი ქისა შეგიძლიათ ჩანთითაც ატაროთ, მნიშვნელოვანი შეხვედრების დროს. კაკალი კაკლის ტარება თილისმანის სახით, მფლობელს ჯანმრთელობასა და ემოციურ სტაბილურობას ჰპირდება. საამისოდ კაკალი უნდა გახვრიტოთ, ფრთხილად ამოასუფთაოთ მისი შიგთავსი და ასევე ფრთხილად მოათავსოთ მასში ქაღალდის ფურცელი, რომელზეც საკუთარ სურვილს დაწერთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სამი ყვავილი ამგვარ თილისმას ვიზუალური მომხიბვლელობა, სილამაზე და საპირისპირო სქესის მხრიდან ყურადღება მოაქვს. საამისოდ უნდა გაახმოთ სამი სხვადასხვა ფერის ვარდის ფოთოლი - თეთრი, ვარდისფერი და წითელი. შემდგომ ამისა ისინი ფრთხილად შეკრათ ერთად ოქროსფერი ძაფით. თილისმა უნდა იქონიოთ საძინებელ ან სააბაზანო ოთახში. შესაძლებელია მისი შენახვა პარფიუმერიასთან ერთად ან სარკეზე ჩამოკიდება... განაგრძეთ კითხვა <<< 377 2-ს მოსწონს
|