x
მეტი
  • 15.02.2025
  • სტატია:140237
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513178
"ფლო­რი­და­ში სახ­ლი აქვს, ვე­ნა­ში დუპ­ლექ­სი, მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე ძა­ლი­ან დიდი თან­ხა ავ­სტრი­ის ბან­კში" - რას ჰყვება ყოფილი თანაპარტიელი შალვა ნათელაშვილზე
image


ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პრო­ცე­სებ­მა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს მსოფ­ლი­ო­ში პან­დე­მი­ის არ­სე­ბო­ბაც კი და­ა­ვი­წყა - მას შემ­დეგ, რაც პრე­ზი­დენ­ტმა გიგი უგუ­ლა­ვა და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი შე­ი­წყა­ლა, კი­დევ ერთხელ ვი­ხი­ლეთ სრუ­ლი­ად ეკ­ლექ­ტუ­რი ახა­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­ურ ფი­გუ­რად, "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის" თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი მოგ­ვევ­ლი­ნა.


პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ხეც­ვლი­ლე­ბა ახალ ოპო­ზი­ცი­ურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში არა­მარ­ტო შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილ­მა გა­ნი­ცა­და, მის მსგავ­სად სრუ­ლი­ად ახა­ლი სა­ხით ვი­ხი­ლეთ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, რომ­ლის ამ შე­მად­გენ­ლო­ბას­თან ერთ მა­გი­და­ზე დაჯ­დო­მას, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და...


ყო­ფი­ლი "ლე­ი­ბო­რის­ტი" სოსო შატ­ბე­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად "მე­მარ­ცხე­ნე ალი­ანსს" ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ყო­ფი­ლი ლი­დე­რის პო­ლი­ტი­კურ მე­ტა­მორ­ფო­ზა­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ნა­თე­ლაშ­ვილ­მა ის და კი­დევ რამ­დე­ნი­მე თა­ნა­პარ­ტი­ე­ლი გა­მო­ი­ყე­ნა სა­ა­კაშ­ვილ­თან ბრძო­ლა­ში რე­ა­ლუ­რად კი, ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან გა­რი­გე­ბა­ში იყო:



image


- პარ­ტი­ე­ბის გა­მოც­ვლა არ არის სა­თა­კი­ლო, პი­რა­დად მე და ჩემ­მა რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­მაც შე­ვიც­ვა­ლეთ, მას შემ­დეგ, რაც გა­ვარ­კვი­ეთ, რომ საქ­მე გვქონ­და უპ­რინ­ცი­პო, მე­გობ­რე­ბის მო­ღა­ლა­ტე ადა­მი­ან­თან. გვე­გო­ნა, რომ შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი კონ­კრე­ტულ პარ­ტი­ა­სა და ადა­მი­ა­ნებ­თან ბრძო­ლა იყო, არა­და, თურ­მე მათ­თან ბრძო­ლის­თვის ჩვენ გვი­ყე­ნებ­და. სა­ა­კაშ­ვილ­თან იყო გა­რი­გე­ბუ­ლი და ჩვენ გვა­ტყუ­ებ­და. ასე­თი უპ­რინ­ცი­პო პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ერთი და ორი კი არა, ათე­უ­ლო­ბით გვყავს.


ამა­ში ჩემს პი­რად მა­გა­ლით­ზე დავ­რწმუნ­დი: ნა­თე­ლაშ­ვი­ლი პუ­ტინ­თან დას­ტა-დას­ტად გზავ­ნი­და თურ­მე წე­რი­ლებს და კრემლში მი­ღე­ბას იხ­ვე­წე­ბო­და. თან არა მხო­ლოდ პუ­ტინ­თან, ასე­ვე, ვლა­დი­მირ ჟი­რი­ნოვ­სკის­თან, ბო­რის გრიზ­ლოვ­თან, იო­სიფ კობ­ზონ­თა­ნაც კი... უნდა ნა­ხოთ წე­რი­ლე­ბი, რო­გორ აქებს და ადი­დებს მათ, თუნ­დაც პუ­ტინს...


- რას წერ­და?


- ბა­ტო­ნო ვლა­დი­მირ, თქვენ მსოფ­ლი­ოს­გან მე­ო­რე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კრა­ხის გა­დამ­რჩე­ნე­ლი ხართ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია რომ არ და­ინ­გრა, ამით მე­ო­რე პო­ლი­ტი­კუ­რი კრა­ხი ააც­ლეთ დე­და­მი­წა­სო... აქებ­და ჟი­რი­ნოვ­სკი­საც... ეს მა­შინ, რო­დე­საც ამე­რი­კის კონ­გრეს­ში დარ­ბო­და კონ­გრეს­მე­ნებ­თან.


ჩვენ მივ­წე­რეთ კი­დეც კონ­გრესს და გა­ვაფრ­თხი­ლეთ: თუ გულ­ზე ამე­რი­კის დრო­შა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქან­და­კე­ბა აქვს და­ხა­ტუ­ლი, ზურ­გზე კრემ­ლი აქვს ამოს­ვი­რინ­გე­ბუ­ლი­თქო.


- დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია ფო­ტომ, რო­მელ­შიც შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­სა და გიგი უგუ­ლა­ვას­თან ერ­თად არის გა­მო­სა­ხუ­ლი. პო­ლი­ტი­კო­სებს მან ხე­ლე­ბი აა­წე­ვი­ნა სი­ტყვე­ბით - "ერ­თად ვიქ­ნე­ბით, ქვე­ყა­ნა გა­მარ­ჯვე­ბამ­დე მივა", მა­შინ როცა და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 წლის წინ უგუ­ლა­ვას "სა­ა­კაშ­ვი­ლის რეპ­რე­სი­უ­ლი რე­ჟი­მის ერთ-ერთ მთა­ვარ ჯა­ლათს" უწო­დებ­და... (იხილეთ ვიდეო <<<)


image


- სა­მარ­ცხვი­ნო იყო ნა­თე­ლაშ­ვი­ლის საქ­ცი­ე­ლი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­თან და გიგი უგუ­ლა­ვას­თან შეხ­ვედ­რი­სას! რო­დე­საც უგუ­ლა­ვა მერი იყო, მე, კახა ძა­გა­ნია, გი­ორ­გი გუ­გა­ვა და პა­ა­ტა ჯიბ­ლა­ძე საკ­რე­ბუ­ლო­ში ვი­ყა­ვით, ნე­ბის­მი­ე­რი ბი­უ­ჯე­ტის გან­ხილ­ვი­სას, ნა­თე­ლაშ­ვი­ლი უგუ­ლა­ვას ჯა­ლათს უწო­დებ­და, რად­გან მათი ზონ­დერე­ბი გვა­ში­ნებ­დნენ და და 2005 წლის 2 დე­კემ­ბერს სას­ტი­კად დაგ­ვარ­ბი­ეს... ამის შემ­დეგ, ლა­მის ყვე­ლა ბრი­ფინ­გის დროს გვარ­ბევ­დნენ...


ამა­ზე რომ რომ ჰკი­თხეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, უპა­სუ­ხა: მა­შინ ისე იყო სა­ჭი­რო, ახლა ასეა სა­ჭი­როო. თურ­მე, სა­დაც დიდი ფული იშო­ვე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა! 5-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბი­ნის აშე­ნე­ბაც, იქ სა­დაც მისი მშობ­ლე­ბის ქოხი იდგა. მამა-პა­პი­სე­ულ სახ­ლს უწო­დებს როკ­შილ­დე­ბის სა­სახ­ლის მსგავს შე­ნო­ბას, ფლო­რი­და­ში სახ­ლი აქვს, ვე­ნა­ში დუპ­ლექ­სი აქვს, მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე ძა­ლი­ან დიდი თან­ხა აქვს ავ­სტრი­ის ბან­კში...


რა­ხან ნა­თე­ლაშ­ვი­ლით და­ვი­წყე და მის "კარგ საქ­მე­ებ­ზე" შიგ­ნი­დან ვიცი, იმი­ტომ ვი­სა­უბ­რე მას­ზე, თო­რემ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­ზე რაღა უნდა ვი­ლა­პა­რა­კო? რაც მას სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­უ­კე­თა, სა­ჯა­როდ სა­ლა­პა­რა­კოც არ არის! მკი­თხვე­ლი რომ მი­ვახ­ვედ­რო, ერთ დღეს ოპო­ზი­ცი­ის მი­ტინგზე ვი­ყა­ვი, სა­დაც მისი ად­ვო­კა­ტი, ეკა ბე­სე­ლია გა­მო­ვი­და და თქვა: ამ სა­ღა­მოს მო­ვი­ნა­ხუ­ლე ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, ძა­ლი­ან მხნედ არის და აქეთ გვამ­შვი­დებ­და, მტკი­ცედ ვი­ყა­ვით, ყვე­ლა­ფერს უნდა გა­ვუძ­ლო­თო.


მე­ო­რე დი­ლით ტე­ლე­ვი­ზორს ვრთავთ, სა­დაც ნა­ცე­მი ძაღ­ლი­ვით შე­ში­ნე­ბუ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და და ბო­დი­შე­ბი იხა­და: მტყუ­ა­ნი ვარ, სა­ა­კაშ­ვი­ლი მარ­თა­ლი­აო... განაგრძეთ კითხვა <<<



0
1679
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
1679
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0