საზოგადოება "ფლორიდაში სახლი აქვს, ვენაში დუპლექსი, მეუღლის სახელზე ძალიან დიდი თანხა ავსტრიის ბანკში" - რას ჰყვება ყოფილი თანაპარტიელი შალვა ნათელაშვილზე 2020, 19 მაისი, 15:39 ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა პროცესებმა ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს მსოფლიოში პანდემიის არსებობაც კი დაავიწყა - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, კიდევ ერთხელ ვიხილეთ სრულიად ეკლექტური ახალი ოპოზიციური გაერთიანება, სადაც განსაკუთრებით აქტიურ ფიგურად, "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი მოგვევლინა. პოლიტიკური სახეცვლილება ახალ ოპოზიციურ გაერთიანებაში არამარტო შალვა ნათელაშვილმა განიცადა, მის მსგავსად სრულიად ახალი სახით ვიხილეთ ირაკლი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე, რომლის ამ შემადგენლობასთან ერთ მაგიდაზე დაჯდომას, რამდენიმე თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა... ყოფილი "ლეიბორისტი" სოსო შატბერაშვილი, რომელიც ამჟამად "მემარცხენე ალიანსს" ხელმძღვანელობს, ყოფილი ლიდერის პოლიტიკურ მეტამორფოზაზე საუბრობს და ამბობს, რომ ნათელაშვილმა ის და კიდევ რამდენიმე თანაპარტიელი გამოიყენა სააკაშვილთან ბრძოლაში რეალურად კი, ყოფილ პრეზიდენტთან გარიგებაში იყო: - პარტიების გამოცვლა არ არის სათაკილო, პირადად მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმაც შევიცვალეთ, მას შემდეგ, რაც გავარკვიეთ, რომ საქმე გვქონდა უპრინციპო, მეგობრების მოღალატე ადამიანთან. გვეგონა, რომ შალვა ნათელაშვილის მთავარი პრინციპი კონკრეტულ პარტიასა და ადამიანებთან ბრძოლა იყო, არადა, თურმე მათთან ბრძოლისთვის ჩვენ გვიყენებდა. სააკაშვილთან იყო გარიგებული და ჩვენ გვატყუებდა. ასეთი უპრინციპო პოლიტიკოსები ერთი და ორი კი არა, ათეულობით გვყავს. ამაში ჩემს პირად მაგალითზე დავრწმუნდი: ნათელაშვილი პუტინთან დასტა-დასტად გზავნიდა თურმე წერილებს და კრემლში მიღებას იხვეწებოდა. თან არა მხოლოდ პუტინთან, ასევე, ვლადიმირ ჟირინოვსკისთან, ბორის გრიზლოვთან, იოსიფ კობზონთანაც კი... უნდა ნახოთ წერილები, როგორ აქებს და ადიდებს მათ, თუნდაც პუტინს... - რას წერდა? - ბატონო ვლადიმირ, თქვენ მსოფლიოსგან მეორე გეოპოლიტიკური კრახის გადამრჩენელი ხართ, რუსეთის ფედერაცია რომ არ დაინგრა, ამით მეორე პოლიტიკური კრახი ააცლეთ დედამიწასო... აქებდა ჟირინოვსკისაც... ეს მაშინ, როდესაც ამერიკის კონგრესში დარბოდა კონგრესმენებთან. ჩვენ მივწერეთ კიდეც კონგრესს და გავაფრთხილეთ: თუ გულზე ამერიკის დროშა და თავისუფლების ქანდაკება აქვს დახატული, ზურგზე კრემლი აქვს ამოსვირინგებულითქო. - დიდი ყურადღება მიიქცია ფოტომ, რომელშიც შალვა ნათელაშვილი ირაკლი ოქრუაშვილსა და გიგი უგულავასთან ერთად არის გამოსახული. პოლიტიკოსებს მან ხელები ააწევინა სიტყვებით - "ერთად ვიქნებით, ქვეყანა გამარჯვებამდე მივა", მაშინ როცა დაახლოებით 3-4 წლის წინ უგულავას "სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ ჯალათს" უწოდებდა... (იხილეთ ვიდეო <<<) - სამარცხვინო იყო ნათელაშვილის საქციელი ირაკლი ოქრუაშვილთან და გიგი უგულავასთან შეხვედრისას! როდესაც უგულავა მერი იყო, მე, კახა ძაგანია, გიორგი გუგავა და პაატა ჯიბლაძე საკრებულოში ვიყავით, ნებისმიერი ბიუჯეტის განხილვისას, ნათელაშვილი უგულავას ჯალათს უწოდებდა, რადგან მათი ზონდერები გვაშინებდნენ და და 2005 წლის 2 დეკემბერს სასტიკად დაგვარბიეს... ამის შემდეგ, ლამის ყველა ბრიფინგის დროს გვარბევდნენ... ამაზე რომ რომ ჰკითხეს ჟურნალისტებმა, უპასუხა: მაშინ ისე იყო საჭირო, ახლა ასეა საჭიროო. თურმე, სადაც დიდი ფული იშოვება, ყველაფერი შეიძლება! 5-მილიონიანი ბინის აშენებაც, იქ სადაც მისი მშობლების ქოხი იდგა. მამა-პაპისეულ სახლს უწოდებს როკშილდების სასახლის მსგავს შენობას, ფლორიდაში სახლი აქვს, ვენაში დუპლექსი აქვს, მეუღლის სახელზე ძალიან დიდი თანხა აქვს ავსტრიის ბანკში... რახან ნათელაშვილით დავიწყე და მის "კარგ საქმეებზე" შიგნიდან ვიცი, იმიტომ ვისაუბრე მასზე, თორემ ირაკლი ოქრუაშვილზე რაღა უნდა ვილაპარაკო? რაც მას სააკაშვილმა გაუკეთა, საჯაროდ სალაპარაკოც არ არის! მკითხველი რომ მივახვედრო, ერთ დღეს ოპოზიციის მიტინგზე ვიყავი, სადაც მისი ადვოკატი, ეკა ბესელია გამოვიდა და თქვა: ამ საღამოს მოვინახულე ოქრუაშვილი, ძალიან მხნედ არის და აქეთ გვამშვიდებდა, მტკიცედ ვიყავით, ყველაფერს უნდა გავუძლოთო. მეორე დილით ტელევიზორს ვრთავთ, სადაც ნაცემი ძაღლივით შეშინებული ოქრუაშვილი გამოვიდა და ბოდიშები იხადა: მტყუანი ვარ, სააკაშვილი მართალიაო... განაგრძეთ კითხვა <<< 1676 2-ს მოსწონს
|