ჭიდაობა გოგშელიძე ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მე-3 მედალი გორში 2012, 12 აგვისტო, 18:00 გილოცავთ ყველას გოგშელიძის ჩემპიონობას.დიდი სიხარულია მისი ჩემპიონობა, მან დღეს საქართველოს ნაკრებს მეშვიდე მედალი შესძინა.საწყენია ის ფაქტი, რომ მან ვერ შეძლო ფინალში გადასვლა და ამერიკელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა, მაგრამ მაინც დიდი სიხარულია ის ფაქტი, რომ მან აიღო ბრინჯაოს მედალი და გახდა ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი.განსაკუთრებით აღსანიშნავი და სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ გოგშელიძე არის გორიდან და მან მესამე მედალი სწორედ გორში წამოიღო.გორში სამივე სინჯის მედალი ჩამოდის.იმ ქალაქში სადაც 4 წლის წინ რუსების და მცირეოდენი მოხუცებული ქართველების გარდა არავინ იყო, იმ ქალაქში რომელიც იბომბებოდა რუსების მიერ...მსოფლიომ მაშინ გორი გაიცნო როგორც დაბომბილი და ფრონტის ხაზზე მყოფი ქალაქი, ახლა კი გაიცნო ისე როგორც ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ჩემპიონების ქალაქი.ასევე შეგახსენებთ იმასაც რომ საქართველოდან წელს ოლიმპიადაზე 35 სპორტსმენი წავიდა და აქედან ერთი მეშვიდედი გორიდან, ანუ ხუთი სპორტსმენი და მათგან სამნი-ლაშა შავდათუაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გიორგი გოგშელიძე-ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით ბრუნდებიან შინ.ეს ამბავი უზომოდ სასიხარულოა გორელებისათვის და მთელი საქართველოსათვის, განსაკუთრებით კი ჩემთვის, რადგან სამი ოლიმპიური მედალი ჩემს პატარა ქალაქში დაიდებს ბინას . სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღევანდელ თავისუფალი სტილით ჭიდაობას გამოეთიშა ოთარ თუშიშვილი. დღევანდელი ოლიმპიადა ამით დასრულდა ჩვენთვის და მალე ყველა ქვეყნისათვის დასრულდება და დაიწყება დახურვის ცერემონიალი, სადაც საქართველოს ნაკრების მედროშე იქნება ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ერთადერთი ოქროს მედალოსანი და ჩემპიონი. რის შემდგომაც სპორტსმენები და გულშემატკივრები, ჟურნალისტებიურთ ჩარტერული რეისით დაბრუნდებიან სამშობლოში სადაც მათ გრანდიოზული დახვედრა ელით.მანამდე კი გრანდიოზული გამოცილება და ტრიუმფი. 49 5-ს მოსწონს
|