მხატვრობა ნახატები ყველაზე სევდიანი ისტორიებით 2020, 14 მაისი, 17:57 პირველი ნახატი, რომლის ირგვლივაც სევდიანი ისტორია იმალება, არის ამედეო მოდილიანის "შიშველი ქალი დივანზე"ამ ნამუშევარს მოსდევს სამწუხაო ისტორია. ნახატზე გამოსახულია მხატვრის საყვარელი ქალი- ჟანა. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ 1917 წელს. მოდილიანი მასზე "წკუას კარგავდა" და ხატავდა მას ძალიან ხშირად. ის მოხდა, რომ მათ ერთად ყოფნა დიდხანს ვერ შეძლეს. 1920 წელს მხატვარი გარდაიცვალა ტუბერკულიოზით, შემდეგ დღეს კი ჟანამ თავი მოიკლა.
"კოცნა"გუსტავ კლიმტი-1907/1908წწ ყველას ჰგონია ეს ნახატი რომანტიულ ხასიათს ატარებს, თუმცა მასზე გამოსახული სიტუაცია სულაც არ ჰგავს სიყვარულს. დააკვირდით ქალის ხელებს, ისინი დაძაბულია და თითქოს იშორებენ მამაკაცს, მეორე მხრივ პოზა მუხლებზე, ნიშნავს მორჩილებას. ნახატზე ქალი ისეთ სიტუაციაშია, რომ ვერ იტყვის უარს, ან თანახმაა ურთიერთობაზე ან .... კანცლერ როლენის ღვთისმშობელი, იან ვან ეიკი კანცლერ როლენმა თავისი ცხოვრების მანზილზე უამრავი ცუდი რამ გააკეთა, ამიტომაც სთხოვა ვან ეიკს, რომ გამოესახა მისი თავი პორტრეტზე ღვთისმშობელთან ერთად. ეს იყო მცირე იმედი იმია, რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოხვდებოდა. მარიამ მაგდალინელის მონანიება, ტიციანო ვეჩელიო ნახატზე ასახულია სინანული. მარია მაგდალინელი კათოლიკურ ხელოვნებაში გამოსახულია, როგორც ცოდვილი, რომელმაც მოინანია. 378 3-ს მოსწონს
|