ქალი და მამაკაცი რა ჰქვია ქორწინებიდან მე-5, მე-10 და სხვა იუბილეებს? - ქორწინების წლისთავები და მათი სახელწოდებები 2020, 14 მაისი, 16:22 ცოლ-ქმარი ხშირად აღნიშნავს ქორწინებიდან გასულ წლებს. თუმცა, თითოეულ მათგანს თავისი სახელი და განსაზღვრება აქვს. გთავაზობთ, ქორწინების წლისთავების სახელებსა და მათ განმარტებებს: ჩითის ქორწილი - 1 წელი ჩითის ქორწილი ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ აღინიშნება. თარიღს ბამბისა და მარლის ქორწილსაც ეძახიან. სახელწოდება მიიღო იმის გამო, რომ ერთი წლის განმავლობაში ქორწინება ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მტკიცე ისევე, როგორც ბამბა ან ჩითი. ქაღალდის ქორწილი - 2 წელი ქაღალდის ქორწილს წყვილი ქორწინებიდან 2 წლის შემდეგ აღნიშნავს. სახელი ასე დაარქვეს იმიტომ, რომ მოკლე დრო არ ნიშნავს ხანგრძლივ კავშირს, შესაძლებელია ნებისმიერ დროს მოხდეს ცვლილება და ურთიერთობა “დაიხეს“, როგორც ქაღალდი. ტყავის ქორწილი - 3 წელი წყვილმა ოჯახურ ცხოვრებაში რამდენიმე მტკიცე ნაბიჯი უკე გადადგა. ტყავის ქორწილს ცოლ-ქმარი ქორწინების მესამე წელს აღნიშნავს. რაც შეეხება სახელს, ტყავი გამძლე და მტკიცე მასალაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა მეტ-ნაკლებად ძლიერია. სელის ქორწილი - 4 წელი სელის ქორწილს ქორწინებიდან 4 წლის შემდეგ აღნიშნავენ. 4 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, წყვილებს ერთმანეთთან სელის ბოჭკოების მსგავსი ურთიერთობა აქვთ და მათი დაშორება არც ისე ადვილია. ხის ქორწილი - 5 წელი ეს არის თარიღი, რომელიც წყვილებმა აუცილებლად უნდა აღნიშნონ. თუ ხის ქორწილამდე პირველი ნაბიჯები იყო თანაცხოვრებაში, ახლა უკვე მათი ოჯახი ძლიერი და საიმედოა. ამაზე მეტყველებს სახელი, რომელიც ქორწინების 5 წლის თავს შეუთავსეს. თუჯის ქორწილი - 6 წელი ქორწინებიდან მე-6 წელს უკვე დროა საკუთარი სახლის გაძლიერებაზე იზრუნოთ. თუჯი, ერთი შეხედვით, გამძლე მასალაა, თუმცა სინამდვილეში ძალიან მყოფეა და ნებისმიერ დროს შეიძლება გაუჩნდეს ბზარი. იმავე შეიძლება ითქვას წყვილებზე, რომელთა ოჯახიც 6 წელს ითვლის. თუთიის ქორწილი - 6, 5 წელი თუთიის ქორწილი ოჯახური ურთიერთობების ახალი ეტაპია, რასაც თავისი მახასიათებლები აქვთ. ქორწინების ამ პერიოდისთვის მნიშვნელოვანია ოჯახში სითბოსა და სიყვარულის შენარჩუნება. სპილენძის ქორწილი - 7 წელი ქორწინებას, რომელიც 7 წელი გაგრძელდა, სპილენძის ქორწილს უწოდებენ. უნდა აღინიშნოს, რომ სპილენძი არა მხოლოდ ძლიერი, არამედ ღირებული ლითონიცაა, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 წლიანი ქორწინება არა მხოლოდ მტკიცე, არამედ ცოლ-ქმრისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია. თუნუქის ქორწილი - 8 წელი თუნუქის ქორწილი ქორწინებიდან 8 წლის შემდეგ აღინიშნება და ეს მნიშვნელოვანი მომენტია თითოეული წყვილის ცხოვრებაში. როგორც წესი, ამ დროს ისინი არა მხოლოდ ერთმანეთთან ურთოერთობას უფრთხილდებიან, არამედ მათ ცხოვრებაში ჩნდებიან შვილები და ახალი ვალდებულებები შემოდის. თიხის ქორწილი - 9 წელი შესაძლოა ზოგიერთს გაუკვირდეს, რატომ ჰქვია ქორწინების 9 წლის იუბილეს თიხის ქორწილი, რადგან თიხა მარტივად მსხვრევადი და არამდგრადი მასალაა, მაგრამ ითვლება, რომ წყვილები ქორწინებიდან მე-9 წელს კრიტიკულ მომენტს განიცდიან და მათი ურთიერთობა შეიძლება დაიმსხვრეს. კალის ქორწილი - 10 წელი კალა მოქნილობის სიმბოლოა, რაც იმას ნიშნავს, რომ წყვილმა 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ურთიერთობები დაალაგა, ადაპტირდა და ერთმანეთი ძალიან კარგად გაიცნო. 10 წლის იუბილეს ვარდისფერ ქორწილსაც უწოდებენ. ფოლადის ქორწილი - 11 წელი ქორწინების მეთერთმეტე წელს ფოლადის ქორწილს უწოდებენ, რადგან ურთოერთობა უკვე კარგადაა ჩამოყალიბებული. ფოლადი ძალიან ლამაზი და სუფთა ლითონია. ქორწინების ამ ეტაპზე წყვილს უნდა ჰქონდეს საკუთარი სახლი და ჰყავდეთ ორი შვილი. ნიკელის ქორწილი - 12 წელი 12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ნიკელის ქორწილს აღნიშნავს. ეს თარიღი ცოლ-ქმარს ახსენებს, რომ ოჯახში სიმშვიდე და ბედნიერება უნდა შეინარჩუნონ, რისი გარანტიც ერთგულება და ერთმანეთზე ზრუნვა უნდა იყოს. ნიკელის ქორწილი - 12, 5 წელი ეს არის მრგვალი თარიღი, რომელიც წყვილმა ოჯახურ წრეში უნდა აღნიშნოს. სტუმრებმა კი მათ ნიკელის ჭურჭელი უნდა აჩუქონ. კერძები არც ისე დახვეწილი უნდა იყოს იმის აღსანიშნავად, რომ წყვილმა ის დამოუკიდებლად მოამზადა. მაქმანის ქორწილი - 13 წელი ქორწინებიდან 13 წლის შემდეგ მაქმანის ქორწილი აღინიშნება. ქორწინების მთავარი სიმბოლო მაქმანია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წყვილები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ და აფასებდნენ ოჯახურ ურთიერთობებს, რადგან მაქმანი ძალიან თხელია. აქატის ქორწილი - 14 წელი აქატი კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა. ქორწინებიდან 14 წლის შემდეგ არ არსებობს ბარიერები, ხოლო ცოლ-ქმრის ურთიერთობა მტკიცე და ჰარმონიულია. ბროლის ქორწილი - 15 წელი ბროლი საკმაოდ ძლიერი კრისტალია, შესაბამისად, ქორწინების 15 წელი ნიშნავს, რომ წყვილებს შორის ურთიერთობა ძლიერი, სუფთა და დროში გამოცდილია. ტოპაზის ქორწილი - 16 წელი ქორწინებიდან 16 წლის შემდეგ ცოლ-ქმრის ურთიერთობა მყარია, მათ შორის რომანტიკული ურთიერთობები ჯერ კიდევ ცოცხალია და წარსულის ვნებაც არსად გამქრალა. ვარდის ქორწილი - 17 წელი წყვილების ცხოვრების მანძილზე ორი ვარდის ქორწილია. პირველი, 10 წლის შემდეგ და მეორე 17 წლის შემდეგ. ნაზი გრძნობებისა და სიყვარულის გამოსახატავად უწოდებენ იუბილეს ასე. ფირუზის ქორწილი - 18 წელი ფირუზის ქორწილი ქორწინებიდან 18 წლის შემდეგ აღინიშნება. ამ დროს ოჯახში კრიზისული სიტუაციები დასრულებულია. ბავშვები საკმარისად მომწიფდნენ და ამ მხრივაც ნაკლები პრობლემაა. ფირუზი ბედნიერებისა და გამარჯვების სიმბოლოა. ეს არის თარიღი, როდესაც წყვილების ურთიერთობა კიდევ უფრო ცხადი ხდება. ძოწის ქორწილი - 19 წელი ძოწი ნაყოფიერებისა და ჰარმონიის სიმბოლოა. შესაბამისად, 19 წლიანი ურთიერთობების შემდეგ ცოლ-ქმარს ერთმანეთის მიმართ სათუთი გრძნობები აქვს, ბევრი შვილი ჰყავთ და სახლშიც კეთილდღეობაა. ფაიფურის ქორწილი - 20 წელი ფაიფური თხელი, მსუბუქი და ელეგანტური მასალაა. სწორედ ასე ჰქვია ქორწინების 20 წლისთავს.ფაიფურს სიმყიფეც ახასიათებს. თუ ამ დროს წყვილები ფრთხილად არ იქნებიან, შესაძლოა მათი ურთიერთობა დაინგრეს. ოპალის ქორწილი - 21 წელი ოპალის ქორწილს 21 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ აღნიშნავენ. სასურველია, რომ წყვილებმა ერთმანეთს ოპალის საჩუქარი გაუკეთონ. ბრინჯაოს ქორწილი - 22 წელი ეს ოჯახური ურთიერთობების ახალი ეტაპია, რადგან ბრინჯაო მოქნილობისა და სიძლიერის სიმბოლოა. ითვლება, რომ ამ დროს ცოლ-ქმარს ერთი მიზანი აქვს და ყველაფერს უპრობლემოდ წყვეტს. ბერილის ქორწილი - 23 წელი ბერილი სიმშვიდის, კეთილდღეობისა და სიმყუდროვის ქვაა. სწორედ მისი სახელი ჰქვია ქორწინების 23 წლის იუბილეს. ბუნებაში ბერილის სხვადასხვა ფერისა და ფორმის ქვა არსებობს. ატლასის ქორწილი - 24 წელი ქორწინებიდან 24 წლის შემდეგ ატლასის ქორწილს აღნიშნავენ. ატლასი მსუბუქი და გლუვი ქსოვილია. სწორედ ასეთი უნდა იყოს წყვილის ცხოვრება. ითვლება, რომ ამ დროს ყველა სირთულე უკან ჩამოიტოვეს, ბავშვები გაიზარდნენ, ცხოვრება მოწყობილია. ისიამოვნეთ იმით, რაც დაგრჩათ და შენარჩუნეთ სიყვარულის ცეცხლი . ვერცხლის ქორწილი - 25 წელი 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილები ვერცხლის ქორწილს აღნიშნავენ. საიუბილეო თარიღის მთავარი სიმბოლო ვერცხლია, რაც თავის მხრივ, ძვირფასი ლითონია. ცოლ-ქმარმა მეოთხედი უკვე ერთად გაატარა, მათი ურთიერთობა კი მგრძნობიარეა, უყვართ ერთმანეთი, აფასებენ და პატივს სცემენ. ნეფრიტის ქორწილი - 26 წელი ნეფრიტი ფიზიკურ და ქიმიურ სიძლიერესთან ასოცირდება. სწორედ ასე ეწოდება ცოლ-ქმრის ქორწინების 26 წლის იუბილეს... განაგრძეთ კითხვა <<< 1421 2-ს მოსწონს
|