ქალი და მამაკაცი 10 ცნობილი ქართველი ქალი, რომელმაც სამჯერ და მეტჯერ იქორწინა 2020, 14 მაისი, 13:39 ალბათ ყველა ქალს ბავშვობაში ერთხელ მაინც წარმოუდგენია საკუთარი თავი საქორწინო კაბაში, ჯვრისწერისას ან ხელის მოწერის ცერემონიალის დროს. ზრდასრულ ასაკში მსგავსი სურვილები სრულდება, მაგრამ ზოგის ცხოვრებაში ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ან არასოდეს... რამდენიმე ათეულის წლის წინ ქალის სამჯერ დაოჯახებას სერიოზული სკანდალი და კრიტიკა მოჰყვებოდა საზოგადოების მხრიდან. თუმცა, არავინ გაკიცხავდა ამის გამო მამაკაცს. საბედნიეროდ, დღეს ქალს შეუძლია რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ დაოჯახდეს ისე, რომ საზოგადოების მხრიდან სერიოზული კრიტიკის ობიექტი არ შეიქმნას. გაგახსენებთ ქართველ ცნობილ ქალებს, რომლებმაც საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გაილაშქრეს და რამდენჯერმე იქორწინეს. ჟურნალისტ ნელი აგირბას პირადი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. პირველ ქორწინებაში ცნობილ მსახიობ ილო ბეროშვილთან იმყოფებოდა, რომელთანაც ორი საერთო შვილი, გოგონები ჰყავს. მეორე - ირაკლი ძიმისტარაშვილთან ქორწინება რამდენიმე თვეში დასრულდა. ნელის მეორე მეუღლე მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. მესამედ ტელეწამყვანი ახლახანს დაოჯახდა. მისი მეუღლე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ხმის ოპერატორი ეშტონ ლაღიძეა. იგი წლების მანძილზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის“ დრამერი იყო და სერიალშიც თამაშობდა. წყვილს საერთო შვილი აპრილის ბოლოს შეეძინათ. მაია ჯაბუას პირველი მეუღლე მსახიობი ლევან ბერიკაშვილი გახლდათ, რომელთანაც მომღერალმა 6 წელიწადი იცხოვრა. მათ საერთო შვილი ლევანი ჰყავთ. მეორედ აჩიკო ყენიაზე დაქორწინდა და მასთან ცნობილი მომღერალი ლიზა ყენია შეეძინა. სკანდალური იყო მისი მესამე ქორწინება უშიშროების ყოფილ მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძესთან, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს. იყო დრო, როდესაც ეკა კვალიაშვილი ერთადერთი ქართველი ქალი გახლდათ, რომელიც არასოდეს მალავდა მეუღლეების რაოდენობას. პირველ ქმართან თემურ გვალიასთან სამი წელი იცხოვრა. მასთან საერთო შვილი ნუკა ჰყავს. მეორე ქმარი, პროფესიით ისტორიკოსი, სახელად დათო, როგორც თავად მომღერალი იხსენიებს, ახლა აღარ არის ცოცხალი. მესამე ქმართან, მოცეკვავე კახა ბაკურაძესთან ერთად ორი წელი ცხოვრობდა. სალომე გოგიაშვილი მიუხედავად ჟურნალისტური კარიერისა, ყოველთვის გათხოვებით ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ის ერთადერთი თუ არა, ჯერჯერობით ერთ-ერთი ცნობილი სახეა, რომელმაც 30 წლის ასაკში მესამედ იქორწინა. სალომეს ოთხი შვილი ჰყავს და პირველი და მესამე ქმრები - მოგვარეები, ნიკოლაიშვილები არიან. ლიზა ბაგრატიონი არასოდეს ანებივრებდა მედიას გულახდილი ინტერვიუთი, თუმცა მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. ლიზას პირველი მეუღლე "ტელევიზიონშიკი" გიორგი ლეონიძე გახლდათ. მეორედ გინეკოლოგ ზაზა სინაურიძეზე იქორწინა, რომელთანაც მომღერალს ერთადერთი ვაჟი შეეძინა. მესამე ქორწინებაში ლიზა "შვიდკაცას" წევრ დავით ნოზაძესთან იმყოფებოდა. ამჯერად ლიზა ბაგრატიონი ოფიციალურად აღარ არის დაოჯახებული, თუმცა წლებია, რაც მისი რჩეული ალტისტი გიორგი ცაგარელია. მომღერალმა მაკა ზამბახიძემ მესამედ ოფიციალურად ახალხან იქორწინა. მისი რჩეული სპორტსმენი მიხეილ ჩოხელია. მაკას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი სალომე ჩიტაძე ჰყავს. მეორედ ვახო ჭუმბურიძეზე სწორედ პოპულარობის პიკში იქორწინა. წვილი ყოველთვის ყურადღების ეპიცენტრში იყო, მაგრამ მათი ქორწინება სულ რამდენიმე წელს გაგრძელდა. თამუნა მუსერიძის ყველა ქორწინება ხმაურიანი იყო. პირველად წლების წინ, იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დიჯეიზე აჩი ფურძელაძეზე იქორწინა, რომელთანაც თანაცხოვრებამ რამდენიმე თვე გასტანა. მეორე ქორწინებაში მუსიკოს გუფისთან (გურამ მაკალათია) იმყოფებოდა. მასთან ერთი საერთო შვილი, ვაჟი ჰყავს. მუსერიძის მესამე ქმარი მსახიობი სანდრო მიკუჩაძეა. ორი წლის წინ წყვილს საერთო შვილი, გოგონა შეეძინათ... გავაგრძეთ კითხვა <<< 12828 4-ს მოსწონს
|