საზოგადოება დინოზავრის 2 მილიონი წლის წინანდელი ნაკვალევი სათაფლიაში 2020, 11 მაისი, 2:00 სათაფლიის ნაკრძალი მდებარეობს ქუთაისიდან 7 კმ-ს დაშორებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. სათაფლია უნიკალურია დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევით, რომელსაც მეცნიერები 2 მილიონ წლის წინანდელს მიაკუთვნებენ. დინოზავრის ნაკვალევი აღმოჩენილია დაახლოებით 800 კვადრატულ მეტრზე. დაფიქსირებულია 7 სახეობის 25 ინდივიდის დაახლოებით 200-ზე მეტი ნაფეხური, როგორც ბალახისმჭამელი, ასევე ხორცისმჭამელთა სახეობები. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის, ზაალ კვანტალიანის თქმით, მნახველებს ყველაზე მეტად აინტერესებთ თუ როგორ შეიძლება ასეთ გაქვავებულ კირქვებზე აღბეჭდილიყო დინოზავრის ნაკვალევი: „როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ეს ადგილი თავის დროზე წარმოადგენდა ზღვის სანაპიროს. იმ პერიოდში, როდესაც აქ დინოზავრები დააბიჯებდნენ, მაშინ ეს ქანები იყო რბილი მასა, და დინოზავრი, რომელმაც ნაბიჯები გადადგა აღნიშნულ ტერიტორიაზე, დატოვა თავისი კვალი, ხოლო დროთა განმავლობაში მზის შუქზე დაიწყო გაქვავება, მერე დაიფარა ნიადაგის ფენით და თანამედროვე სახემდე მოაღწია კონსერვირებულ მდგომარეობაში“- ამბობს ზაალ კვანტალიანი.
ქართველმა მეცნიერმა, კარსტული მღვიმეების მკვლევარმა, პეტრე ჭაბუკიანმა სათაფლია კომპლექსური დაცული ტერიტორიაა. აქ წარმოდგენილია პალეონტოლოგიური, ბოტანიკური, კარსტული, სპელეოლოგიური ბუნების ძეგლები. დამთვალიერებელმა შესაძლებელია იხილოს როგორც დინოზავრის ნაკვალევი, ასევე 309 მეტრიანი კარსტული მღვიმე, კოლხური ტყე, დასავლეთ საქართველოს ხედები, შესაბამისი გადასახედებით, მოწყობილია ბილიკები და ტურისტული ინფრასტრუქტურა. 553 შეფასება არ არის
|