x
რატომ ვიქმნით მუდმივად პრობლემებს?

პრობლემა, ეს ის ცნობილი სიტყვა რომელიც ყველას ოჯახში ხშირად ჟღერს.როგორც იცით, უამრავი ადამიანი არსებობს და თავისთავად უამრავი პრობლემაც.წარმოიდგინეთ ერთ ადამიანს რამდენი პრობლემა შეიძლება ჰქონდეს? ერთი, ორი, სამი ან სულაც ძალიან ბევრი, თავზე საყრელი იმდენი, რომ უკვე ნერვიულობას იწყებს და შფოთავს.როგორ ავიცილოთ პრობლემები თავიდან? ჩემი აზრით ეს შეუძლებელია, სიტყვა შეუძლებელი კი არ არსებობს მაგრამ, ასე რბილად, რომ ვთქვათ მარტივად მისაღწევი ე.გ მიზანი არ არის.პრობლემას ყველგან შეხვდებით, უფრო მეტიც მოულოდნელდაც კი წარმოგვიდგება ის თვალწინ.დიდი თუ პატარა ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, პრობლემა პრობლემაა მაგრამ ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს პრობლემის მოგვარების გზებიც, რომ არ შემიძლია-ს თქმა არ იქნება მართებული, უნდა თქვა, რომ მე, ეს შემიძლია და მე ამასაც მოვერევი, ამ სირთულესაც დავაღწევ თავს და გავთავისუფლდები.თავისუფლება ყველას სურს, ადამიანებს საერთოდ სიმარტივე გვწყურია, რომ გავშალოათ ხელები თავისუფლად შევისუნთქოთ ჰაერი და ირგვლივ არაფერი გვაწუხებდეს, გვინდა, რომ ჩვენი სირთულეები სხვამ გადაჭრას, სხვა მოერიოს და ჩვენი სახელი დაერქვას ბოლოს.ვითომდა მე, ეს პრობლემა მოვაგვარე-ო.არადა რეალურად, ფეხი ფეხზე გაქვს გადადებული და სიამოვნებას იღებ, სხვისი დაღლითა და ტანჯვით.და მაინც იმ სხვამ რატომ უნდა მოაგვაროს შენი პრობლემები როცა ეს, შენც შეგიძლია, თან ძალიან კარგად?უბრალოდ ზარმაცობ, უპასუხისმგებლო ხარ არ გინდა, რომ პასუხიმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, არ დაიღალო, არ იშრომო.მხოლოდ ერთი ზარით და ხელის დაქნევით საქმეს არ ეშველება, შენებურად თუ არ შემოატრიალე სიტუაცია და თუ არ დაალაგე იქამდე არეული იქნება და არასდროს დალაგდება.შენსას სხვა ვერ გააკეთებს, ან ისე ვერ გააკეთებს როგორც შენ.მაინც დარჩება რაღაც პატარა შემაწუხებელი მარცვალი...ნუ, შეგეშინდებათ პრობლემების, სირთულეების.ისწავლეთ მათთან ერთად ცხოვრება რადგან სხვა გზა არ არსებობს.რადგან, როცა ადამიანი ხარ ცხოვრობ და ცოცხლობ ბევრ რამის ატანა გიწევა ერთ-ერთი კი პრობლემების მოგვარება, მისი გაანალიზებაა.თუ დაჯდები და დაიწყებ ფიქრს ამაზე მაშინ ჩათვალე, რომ ერთი ნაბიჯიღა დაგრჩა მიზნის მიღწევამდე.ერთი ნაბიჯimage
ი ხომ ბევრი არ არის? სულ რაღაც, ფეხის ერთი ნაბიჯის გადადგმა რომელიც დასასრულის ან დასაწყისის, თუნდაც მიზანის მიაღწევის ან კიდევ ყველაფერია დამანგრეველია და მაინც რომელი გირჩევნია? მშვიდობა თუ არეულობა? თუ მშვიდობას აირჩევ, მაშინ ისწავლი ტკივილთან ჭიდილს და თუ არეულობას მაშინ ვერ განვითარდები და ვერ წახვალ წინ არ გექნება შესაბამისი ძალა და ენერგია.დარჩები ისევ მზეს მიფიცხებული, ზარმაცი, უსულო არსება რომელიც რისთვის დაიბადა, ცოცხლობს და რისთვის მოკვდება არ იცის...რატომ ვიქმნით მუდმივად პრობლემებს? იმიტომ, რომ ასე გვინდა.იმიტომ, რომ ეს ცხოვრებაა და ცხოვრება პრობლემაა.

0
65
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0