საზოგადოება 7 რამ, რომელსაც იდიოტები მაინც ვერ გაიგებენ - გურამ შეროზია მორიგ პოსტს ასაჯაროვებს 2020, 6 მაისი, 23:07 ქართველი ბლოგერი, ლექტორი, მარკეტერი, მოგზაური - გურამ შეროზია მორიგ პოსტს აქვეყნებს საკუთარი facebook-ის გვერდზე.
7 რამ, რომელსაც იდიოტები მაინც ვერ გაიგებენ, მაგრამ თქვენ უნდა დამეთანხმოთ: 1. განათლების ხაზგასმა ტრაბახი არაა. ეს მოწოდება და ბიძგია სხვებისთვის, რომ ასევე განათლდნენ და საბოლოოდ, ყველამ ერთად - უკეთეს გარემოში ვიცხოვროთ! 2. ეკონომია არ ტეხავს - თუ ყოველთვის, ყველას ანგარიშს შენ გადაიხდი, ვერასდროს გამდიდრდები, პონტის მეგობრები კიდევ - ეგრევე შემოგეცლებიან, როცა გადახდას შეწყვეტ. 3. თუ მყეფარე ძაღლებს არ პასუხობ - ეს არ ნიშნავს, რომ მათ ყეფით "დაგჩაგრეს", უბრალოდ შენს ძვირფას დროს, სხვა უფრო მნიშვნელოვან რამეს მოახმარ, წუმპიდან ამოღნავლებულს რომ უპასუხო - თავადაც მანდვე უნდა ჩახტე და დაისვარო, გიღირს? 4. "ვინ გეკითხება" გამოიყენეთ, როცა შენს პირადს ეხებიან, სხვა ყველა შემთხვევაში "გვეკითხება", დიახ! ძალადობას, უპასუხისმგებლობას, ქაჯობას არავის შეგარჩენთ ❤ 5. სექსი ცუდი სიტყვა არაა და არაფერს განსაზღვრავს, არც ბევრი პარტნიორი, არც ცოტა, არც ქალ-ვაჟიშვილობა და არც ათას "იმაზე" გადახტომა, ყველამ ჩვენს გენიტალიებს მივხედოთ. 6. Shemarcxvinaaa - გაეშვით ამ უაზრო გამოთქმას. ისეთ ადამიანებს, ვისთანაც მხოლოდ ნათესაური კავშირი მაქვს საერთო, არც ჩემით სიამაყის და არც ჩემით შერცხვენის უფლება არ აქვთ, რამე თუ - ჩემს განვითარებაში მათ არანაირი წვლილი არ შეუტანიათ. 7. როცა ადამიანი გიყვირით, გლანძღავთ, სძულხართ... უბრაზდებით კი არა - შეიბრალეთ! არავინაა, სიძულვილით და ბოღმით სავსე ადამიანზე საბრალო, ბედნიერი და წარმატებული რომ ყოფილიყო, ასეთ დღეში ხომ არ იქნებოდა? ინტელექტი თავის დაჭერაშია, იოგების დაგლეჯამდე ბღავილი ძროხასაც შეუძლია.
ვინმემ ვერ გაიგეთ? არა უშავს, მომავალ წელსაც სცადეთ ❤
745 10-ს მოსწონს |
ბრიყვი თუ გლანძღავს, ან გაგინებს ვინმე უქნარა,
ჩუმად იყავი, სულელიც თუ ჭკუას გარიგებს,
არც მუქარაზე შეედავო, არა უთხრა რა
მადლობის მეტი, დარიგების მოცემისათვის,
ღმერთს კი მადლობა -თმენის ნიჭის ბოძებისათვის..
-ბრძენისთვის მგონი, მადლობის თქმა არ დაგჭირდება,
რადგან დუმილით მიგანიშნებს, რაცა გჭირდება.