x
image
ჯუზეპე
ორი სასიხარულო მედალი

image

imageმოგილოცავთ ყველას დღევანდელი ორი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალს.მათი წყალობით გაიზარდა საქართველოს მედლების რაოდენობა.ჩვენს ნაკრებს აქვს ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და 2-იც ბრინჯაო.

დავით მოძმანაშვილმა და დავით მარსაგაშვილმა დღეს საქართველოს ნაკრებს ორი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი შესძინეს.21 წლის დავით მარსაგაშვილი სამწუხაროდ დამარცხდა მერვედ ფინალში რის გამოც იგი გამოეთიშა საფინალო ორთაბრძოლას და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბელორუსთან.მან საკმაოდ დამაჯერებლად იმარჯვა და დამაჯერებლად დაამარცხა მეტოქე ორივე სეტში.ასევე წარმატებით გაიარა დავით მოძმანაშვილმა და მოხვდა ფინალში, იგი 32 წლისაა და 120 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.მან დამაჯერებლად გაიმარჯვა ნახევარ ფინალში და ფინალში ჩვენდა სამწუხაროდ დამარცხდა უზბეკ ფალავანთან...უზბეკმა მას აჯობა გამოცდილებით, რადგან იგი დღეს მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოძმანაშვილმა ისე იჭიდავა ფინალამდე, რომ მას ერთი სეტიც კი არ წაუგია.ვულოცავ ბიჭებს ამ კარგ გამოსვლას და ვუსურვებ ხვალინდელ ფალავნებს, გოგშელიძესა და თუშიშვილს ასევე მათზე წარმატებით დაასრულონ გამოსვლა და სამშობლოს შესძინონ ორი მაღალი სინჯის მედალი.უნდა ავღნიშნოთ ისიც რომ გოგშელიძე არის გორიდან და იმედი ვიქონიოთ, რომ გორიდან დაიწყო ოქროს მოპოვება და გორითვე დამთავრდება.

სამწუხარო იყო მლხაზ ზარქუას დამარცხება 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში.იგი მერვედ ფინალში დამარცხდა, რითაც სამწუხაროდ გამოეთიშა მედლისათვის ბრძოლას.

1
172
6-ს მოსწონს
ავტორი:ჯუზეპე
ჯუზეპე
172
  
2012, 12 აგვისტო, 23:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1