x
image
მარიამ პირველი
ახალგაზრდა მხატვარი ,რომელიც ფეხებით ხატავს

image

სტატესტიკურად მსოფლიოში მილიარდი ადამიანი უნარშეზღუდული ე.წ. განსაკუთრებული საჭიროების მქონეა, რომელიც თითოეულ მათგანში სხვადასხვა ფორმით არის გამოხატული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მათი სხვა უნარები შეზღუდულია.

წარმოგიდგენთ 31 წლის ირანელ არტისტ _ ფატმან ჰამამ ნასრაბადს, რომლის სხეულის 85% პარალიზებულია. მან ბავშვობიდანვე საკუთარ თავში აღმოაჩინა ხატვით გატაცება, წარმოუდგენელია თითქოს მაგრამ პორტრეტებს ხატავს ფეხების საშულაებით.

ახალგაზრდა მხატვარი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ადამიანმა დაავადების ან ფიზიკური მდგომარეობის გამო თავის ინტერესები არ უნდა შეზღუდოს და არ თქვას უარი საკუთარ ოცნებებზე. მან დახატა ცნობილი ფეხბურთელების, კრისტიან რონალდუს, ლეონელ მესის, აგრეთვე ცნობილი ირანელი მსახიობების პორტრეტები . იგი აგრეთვე ხატავს ცხოველებს და ლანდშაფტებს.

“ ბავშვობიდან მაინტერესებდა ხატვა, ჩემი მცდელობა გავმხდარიყავი მხატვარი, იყო ძალიან რთული, ახლა ბედნიერი ვარ რომ ამ მცდელობამ გაამართლა და დღეს _ მე აქ ვარ ! ‘’

შემოქმედებითი ნიჭის საშუალებით ფატმანი კაშკაშა ვარსკვლავი გახდა ირანული ხელოვნების ასპარეზზე, მისი ნამუშევრები გამოიფინა თეირანის გარშემო . ამასთან ერთად მას დაწერილი და გამოცემული აქვს სამი წიგნი.

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

0
140
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0