სხვა აშშ-ს დაზვერვა:კორონავირუსი ლაბორატორიაში არ შექმნილა და გენმოდიფიცირებული არ არის 2020, 30 აპრილი, 20:12 აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის აპარატი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია: "აშშ-ს მთელი სადაზვერვო საზოგადოება მუდმივად უწევდა კრიტიკულ მხარდაჭერას აშშ-ს პოლიტიკას COVID-19 ვირუსზე რეაგირებისთვის, რომლებიც წარმოიშვა ჩინეთში. სადაზვერვო საზოგადოება ეთანხმდება ფართო სამეცნიერო კონსენსუსს იმის თაობაზე, რომ COVID-19 ვირუსი არ არის ადამიანის შექმნილი და გენეტიკურად მოდიფიცრებული. ” ასევე აშშ-ს სადაზვერვო სამსახური ამჟამად იკვლევს, ეპიდემია ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტის შედეგია, თუ უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვას მოჰყვა. შეაგახსენებთ, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, დამალეს თუ არა ჩინეთმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების თაობაზე. 240 3-ს მოსწონს
|