სხვა მსოფლიოს ულამაზესი სანაპიროები 2012, 11 აგვისტო, 18:49 ამ სტატიაში შემოგთავაზებთ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სანაპიროების სურათებს.
ბოტომ ბეი, ბარბადოსი - ულამაზესი პლაჟი ბარბადოსის სამხრეთ ნაწილში. ტროპიკული მცენარეების და შესანიშნავილ ლაგუნის კომბინაცია. სამოთხის პლაჟი, რაბი, ხორვატია. კუნძულ რაბზე მდებარე ეს სანაპირო სახელგანთქმულია თავისი ნუდისტური პლაჟით. მოსახლეობა ხუმრობს, რომ ეს ადგილი არის შიშველი მოცურავეების სამშობლო. ცნობილია, რომ 1936 წელს ამ ადგილზე თვით მეფე ედვარდ VIII შიშველი ბანაობდა. საყვარლების პლაჟი, ბახა, კალიფორნია - მექსიკის ნაწილი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილი დედამიწის ზურგზე, მის მანხველებს ყოველთვის უჩნდებათ სურვილი ხელახლა ეწვიონ ბახას. ბაირონის ყურე, ავსტრალია. ეს პლაჟი მაგნიტივით იზიდავს უცხოლ ტურისტებს. მშვენიერი ხედები, უამრავი მაღაზია, პაბები, ბუნგალოები - ეს ყველაფერი განაპირობებს ამ ადგილის პოპულარობას. აქვე ტარდება ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი სადაც შეიძლება ისეთ ცნობილ ჯგუფებს შეხვდეთ როგორიცაა U2. ლოს სალინასი, იბიცა, ესპანეთი. 1600 მეტრის სიგრძის ულამაზესი პლაჟი იბიცას სამხრეთ ნაწილში. სანაპიროზე მდებარე ბარები 24 საათის მანძილზე გახსნილია და მაინც ვერ იტევს კლიენტებს. სამხრეთდასავლეთის სანაპირო, კამბოჯა. ეს არის ტაილანდის ყურის ერთ-ერთი ულამაზესი კუნძულის კოჰ რონგის 43 კილომერიანი პლაჟი, მთელი სანაპირო დაფარულია თეთრი ქვიშით, სადაც ერთ კენჭსაც კი ვერ ნახავთ. ტანჯუნგ რუ, მალაიზია. ულამაზესი ადგილი, ამ სანაპიროს დათვალიერებით ვერ დაიღლებით, ზღვაში არის რამდენიმე კარსტრული კლდე, რომლებზედაც ტურისტებს განსაკუტრებით უყვართ სურათების გადაღება. მზის კუნძულის სანაპირო, მალდივის კუნძულები. ვფიქრობ ამ სურათს კომენტარი არ სჭირდება. და ბოლოს, შეიძლება ეს არ არის მსოფლიოს საუკეთესო სანაპირო, შეიძლება მისი ქვები ყველას ფეხებს გვტკენს და ნერვებს გვიშლის, მაგრამ ის მაინც ჩვენი საყვარელი ბათუმია :) გაგრძელებას შემოგთავაზებთ შემდეგ სტატიაში... 485 4-ს მოსწონს
|