ჭიდაობა კიდევ ერთი მედალი.საუკეთესო ფინალი იქნება 2012, 11 აგვისტო, 18:46 დათო მოძმანაშვილი 120 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში გადავიდა, მან დაამარცხა გამოცდილი რუსი სპორტსმენი, 3 გზის მსოფლიო ჩემპიონი და ფინალში შეხვდება უზბეკ სპორტსმენს. დღეს 11 აგვისტოს, ლონდონის 30-ე ოლიმპიურ თამაშებებზე სამი ქართველი ასპარეზობს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.დათო მოძმანაშვილი 120 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მალხაზ ზარქუა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში და დავით მარსაგიშვილი 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში.სამწუხაროდ ფინალს გამოეთიშა ორი სპორტსმენი 60 კილოგრამში და 84 კილოგრამში მალხაზ ზარქუა და დავით მარსაგიშვილი, მაგრამ მათ აქვთ შანსი ბრინჯაოს მედლისათვის იბრძოლონ.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვინც უყურებდა ჭიდაობას ან არ უყურებდა და არ იცის, უნდა აღინიშნოს მარსაგიშვილის იოლი წაგება პუერტორიკოელ უცნობ ფალავანთან, ზარქუამ სასწაულებრივად წააგო ორივე სეტი.როდესაც იგი იგებდა 4-0 მან 6-4 წააგო და მეორე სეტშიც მან 7-1 წააგო...ეს იყო ნუ ...თითქოს გამოუცდელი მოჭიდავეაო ისე სასწაულებრივად წააგო და დაკარგა საფინალო შანსი. წარმატება ვუსურვოთ მოძმანაშვილს და ვიქონიოთ იმედი რომ დღეს მაინც იქნება ობიექტური მსაჯობა და დავითიც იბრძოლებს ბოლომდე.მე ვიმედოვნებ დღეს მოძმანაშვილი მოუტანს მეორე ოქროს საქართველოს ნაკრაბს. 1102 6-ს მოსწონს
|