მხატვრობა ვირტუალური გამოფენა 2020, 24 აპრილი, 1:26
ამ უნივერსალურ ეპოქაში დღეს ვერავის გავაკვირვებთ გამოფენებითა თუ შემოქმედებითი ერათი, მაგრამ ეს უნიკალური სახვითი გამოფენა იმით არის გამორჩეული, რომ მისი ხასიათი ჩვენში არამხოლოდ ეროვნული ღირებულების მატარებელია, არამედ მასში დაცული ექსპონატები ნაირგვარი ტექნიკის ნაზავით ქართულ ლიტერატურულ საუნჯეს ხატავს, რომლებიც წლების მანძილზე საერო მატიანემ ისინი პერმანენტულად შობა და ჩვენი ერის მრავალფეროვან დარგებში სამშობლოს ღირსეულ მემკვიდრეებად მოგვევლინენ.
სწორედ უფრო ამ თვალსაზრისით ვთავაზობ ხელოვნების მოყვარულებს და არამარტო მათ წლების დროინდელ მხატვარ ბაჩი ჯინჭარაძის გამოფენას, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ე.წ. სითელებისთვის ქალაქ თბილისში საპატიოდ გაიმართა და მას ასევე დამსახურებული წარმატებაც ხვდა წილად, რომლის ერთ-ერთი ვიზიტატორი თავადაც გახდი და (ფეისბუქის გვერდის თავისი პერსონალური პროფილიდან) ონლაინ მოწვევის მეშვეობით ჩემთვის უცნობ ხელოვანთან აღფრთოვანებული მოვხვდი, რომლის შემდეგაც დღემდე იმ აღტაცებას ვერ ვმალავ და უკვე დღეს ამ შთამბეჭდავ გამოფენას ონლაინ ფორმატში სიმპათიით გთავაზობთ და გიზიარებთ. ამბობენ თუკი გსურს ეპოქაში ადგილის დამკვიდრება და საუნჯის მემკვიდრე გახდე სულ მცირე დროს- საუკუნის ნახევრის ხანას უნდა გაუძლოო, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოქმედი ადამიანი საკუთარ პროფესიაში აქტუალურობასა და ღირებულებას არ უნდა ჰკარგავდეს და მეც ზუსტად მჯერა იმის, რომ ამ “თბილისელმა მღებავმა" მაშინდელი გამოფენით ეს ტრიუმფალური სვლა შეძლო და ის დღემდე სახვით თუ ხელოვნების საგანძურში ისევ აქტუალური და ძვირფასია, რომელიც არასოდეს იქნება არქივი და ჟამთა ცვალებადობის დროს მისი დასრულებული ტილოები ნაფტალინსაც არ მოიკიდებს. ჯორჯიანა მოქალაქე ჟურნალისტი საქართველოს აუდიენციიდან- 23.04.2020 17 შეფასება არ არის
|