x
მეტი
  • 29.09.2024
  • სტატია:137321
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511305
13/13 ქართულ-აფხაზური ურთიერთობები


1992-93 წლებში მოხდა სისხლიანი დაპირისპირება, რომლის ორივე მხარე წაგებული დარჩა. საქართველომ დაკარგა კონტროლი ავტონომუიურ ოლქზე, გასასვლელი შავი ზღვის ნაწილზე, წვდომა სასარგებლო წიაღისეულის გარკვეულ მარაგებზე, რომელიც ახლაც კი ფუნქციონირებს და მიღოო 200 000- ათასი დევნილი. რომლებიც დღესაც ენგურს აქეთ ცხოვრობენ და ჯერაც არ გააჩნიათ საკუთრებაში საცხოვრისი. რომლებიც ძალით იტაცებენ სხვის ქონებას და ეპატრონებიან თვითონ. ამას ამართლებენ იმით, რომ არ აქვსთ ჭერი თავზე, მაგრამ კანონის უზენაესობაზე და ადამიანის კერძო საკუთრების ხელყოფას უგულველყოფენ... დევნილების ნაწილი კი ღრმა სიღარიბეში ცხოვრობს დღესაც ნიჰილისტური განწყობით უყურებენ დაბრუნებას, რადგან თვლიან საქართველოს არ შესწევს იმის უნარი დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები.

იძულებით გადაადგილებული პირების შემოსავლის წყაროს წარმოადგენ 45 ლარიანი სახელმწიფო დახმარება, რომელიც ყოველთვიურად ერიცხებათ სულადბრივად ოჯახებს. მაშინ როდესაც საარსებო მინიმუმი ქვეყანაში 5-ჯერ მაღალია. რაც შეეხება სხვა ფულად დახმარებებს ან საცხოვრისით უზრუნველყოფას სახელმწიფო სტრუქტურები სდუმან. მარტო წინასაარჩევნოდ ახსენდებათ ეს ყველაფერი. ყველაზე დიდი მოცულოობა დევნილების დედაქალაქშია აკუმლირებული, რადგან ისინი აქ იმისგამო არჩევენ ცხოვრებას რომ რეგიონებთან შედარებით ეკონომიკა მძლავრია. გარემოვაჭრეობით ირჩენენ თავს. წლები გადის და დევნილებისთვის არაფერი არ იცვლება საგრძნობლად, საზოგადოებაშიც კი ვერ ასილიმირდნენ სრულყოფილად და ეს ჩვენი საზოგადოების ბრალია, როდესაც ვცდილობთ ჩვენი ეთნიკური უმცირესობების ასიმილაცია მოვახდინოთ საზოგადოებაში, გვავიწყდება ჩვენივე ეთნიკური ოჯახის განყენებული წევრებისთვის ყურადღების მიქცევა. მაგრამ ეს ხომ უმნიშვნელოდ ითვლება გადაწყვეტილების მიმღებთათვის, ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ სახელმწიფოსთვის, რადგან მათ არასდროს არ მოუვათ აზრად ის რომ მოითხოვონ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ან სხვა ქვეყნის რბილი ძალის დასაყრდენები გახდნენდ. (არ ვამბობ იმას რომ რომელიმე ჩვენს ეთნიკურ უმცირესობას უნდა ეს). უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ 18 წლის ახალგაზრდას ენატრება სსრკ-ში ცხოვრება და რუსეთის ფედერაცია დღესაც მიაჩნია უძლეველ და ზესახელმწიფოდ, რადგან მათვის საწინააღმდეგო არავის არაფერი უთქვამს და დევნილობაში მყოფ ადამიანების გარკვეულ ნაწილს განუვითარდა სტოკჰოლმის სინდრომი. როდესაც მათი ტერიტორის მიმსაკუთრებელ ქვეყანზე, რუსეთზე, ზედმეტად ჭარბი წარმოდგენები ექმნებათ. ამას ისმენენ დევნილი ახალგაზრდები, ეს კი ახდენს გავლენას მათ მსოფხედველობაზე.


რაც შეეხება ენგურის იქით დარჩენილები უნდა დავყოთ ორ ჯგუფად: პროაფხაზულ და პროქართულ ჯგუფებად, უკანასკნელს აქ სიმბოლური დატვირთავ აქვს რადგან პროქართულობას აშკარად ვერავინ ვერ გამოხატავს, იმის შიშით, რომ მათ გაუსწორდებიან ან უარესი, იძულებულს გახდიან სახლი დაატოვებინონ, გალის რაიონებში დარჩენილ მოსახლეობას კავშირი აქვს საქართველოსთან. რასაც ყოველმხრივ წინააღ მდეგობას უწევს საოკუპაციო რეჟიმი და ცდილობს, რაც შეიძლება გაართულოს გამყოფი ხაზის გადაკვეთა ეთნიკურად ქართველი მოსახელობისთვის. წლებია ენგურს აქეთ დარჩენილ შვილებს, აფხაზეთში მყოფი მშობლები არ უნახიათ და ვერ ჩადიან სახლებში.

რაც შეეხება აფხაზებს და პროაფხაზურად განწყობილ ქართველებს, მათი კავშირი შემოიფარგლება საქართველოსთან მხოლოდ მცირე ეკონომიკური საქმიანობით და ჯანდაცვის სფეროთი, მათი თვალით დანახული კონფლიქტი კი აფსოლიტურად სხვანაირია, რადგან ისინი სხვა პრიზმით უყურებენ ამ ყოველივეს, თვლიან რომ მათ ჰქონდათ უფლება ყოფილიყვნენ დამოუკიდებელი, მაგრამ ფიქტიურ დამოუკიდებლობას მიაღწიეს, რომელიც მხოლოდ იმაში გამოიხატება რომ დროშა და გერბის გამოყენების უფლება აქვთ და კლანებშორის ურთიერთ დაპირისპირებაში თავისუბლები არიან. რუსეთის პროტექტორატად იქცნენ თვითონაც ხვდებიან, ამას მაგრამ დიდი პროტესტის გრძნობა არ უჩდებათ, რადგან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში გავლენას ახდენს რბილი ძალა, რომლის მიზანიც არის ის, რომ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები ყავდეს კომფორტის ზონაში და არ შეუწყოს ხელი მათი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ძირითადი იმფორმაციის წყარო რუსული სატელევიზიო არხებია, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ სასურველი რეალობის ტირაჟირებას. ეკონომიურად აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის დოტაციებით სარგებლობს და ამავე ქვეყნიდან შემოსული ტურისტილი ნაკადით, რომელიც ყოველწელს კლებულობს, რადგან ფასები და მომსახურება დისბალანსშია. არსებული ფასებით მათ ურჩევნიათ გაცილებით უსაფრთხო და მომსახურებით უკეთეს შავი ზღვის სხვა კურორტებზე დაისვენონ, ვიდრე აფხაზეთში, რადგან ინფრასტრუქტურა და კანონისწინაშე თანასწორუფლებიანობა არ არსებობს.
აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდებს კი ამ კომფლიქტზე საუბარი არ უნდათ თავის ტოლ ქართველებთან და არც ცდილობენ იმას, რომ რაიმე სახის გამოსავალი მოიძებნოს. ისინი თვლიან რომ მათ თავისუფლება ომით მოიპოვეს და ამის გაფლანგვა დანაშაული იქნება.


წლები გადის და უფრო მეტად შორდება ქართველი და აფხაზი ერთმანეთს, რომგორც ტერიტორიულად, ასევე, მენტალურად ვიცვლებით ორივე მხარე და ორივე მხარეს გვაქვს ჩვენი პოპბლემები, ჩვენი სუსუტი მხარეები და ჩვენი შესაძლებლობები. უცვლელი რჩება მხოლოდ ერთი რამ: ისევ სხვადასხავ ენაზე ვსაუბრობთ, სხვადასხვა მხარეს ვიყურებით, საერთო შეხების წერთილები ჩვენშორის ნაკლები რჩება, ჩვენი თაობა არიცნობს ერთნაანეთს, არც მამების თაობა ცნობდა თურმე ერთიმეორეს, რადგან იმის მიუხედავად რომ ვთანაცხოვრობდით, პირველსავე შესაძლებლობაზე უარი ვთქვით თანაცხოვრებაზე და ახლა რაც დროგადის მითუფრო რთულად წარმოსადგენი ხდება ჩვენი ერთად ცხოვრება.


0
9
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა გვაჯავა
გოგა გვაჯავა
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0