x
სესარო

სესაროსესარო (ხუნძ. Сесаро) – დემონი, ადამიანის ანტაგონისტი ხუნძურ (კელებურ) მითოლო-გიაში; წარმოდგენილი ჰყავდათ ზოო- და ან-თროპომორფულ იპოსტასში: შავი კატის, ხბოს, ქალის, თეთრწვერა მოხუცის სახით; ჩნდებოდა ღამით და სახლში კარის ზღურ-ბლიდან შედიოდა: ისმოდა, როგორ აღებდა კარს, მაშინაც კი, როცა იგი ჩაკეტილი იყო; საცხოვრებელში შესული უხმაუროდ მთელი სიმძიმით აწვებოდა მძინარე ადამიანს და მის გაგუდვას ცდილობდა.

სესაროთუ კაცი ამ დროს გან-ძრევას ან დაყვირებას მოახერხებდა, სესარო იმწამსვე გაშორდებოდა. არსებობდა რწმენა, რომ სესარო ფლობდა ვერცხლით სავსე პარკს, რომელსაც იგი კარის თავზე მდებარე ნიშში დებდა. ამ ნიშს ჰქონდა ღიობი, რომლიდანაც კარს ურდული ეყრებოდა. ვინც ამ პარკს მოი-ხელთებდა, მდევარი დემონისგან თავის და-საღწევად, მეჩეთამდე უნდა მიეღწია და მისი საკუთრება გახდებოდა.

სესარომაგრამ, როგორც ამ-ბობენ, ეს ვერავინ მოახერხა, რადგან სესარო ყველას ეწეოდა, პარკს იბრუნებდა და მომპა-რავს თავის ფართო და ძლიერ თათებს უკა-ნალზე ურტყამდა; კაცს შარვალი გამუდმებით ნაცემ ადგილზე ეხეოდა.


0
77
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0