რელიგია გუშინ კორონასგან გარდაიცვალა ჩემი ახლაგაზრდობის კარგი ნაცნობი მოსკოველი დეკანოზი– ბასილ კობახიძე 2020, 22 აპრილი, 11:19
"გუშინ კორონასგან გარდაიცვალა ჩემი ახლაგაზრდობის კარგი ნაცნობი მოსკოველი დეკანოზი ალექსანდრე აგეიკინი, მეორე ნაცნობი დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვი, თავისი ტაძრის მთელ სამღვდელოებასთან ერთად იზოლაციაშია, კიდევ მთელი რიგი მღვდლები დაავადნენ რუსეთში, უკრაინაში, რამდენიმე მონასტრის ბერები არიან ინფიცირებულნი. ბელორუსში ორი ეპისკოპოსია საავადმყოფოში. მივმართავ ქართველ მეუფეებს და მღვდლებს: მრავალი თქვენგანი და მე ახლაგზრდობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, რკინის ჯანმრთელობა არ გაქვთ ხომ, ბევრ თქვენგანს ქრონიკული პრობლემები გაქვთ ჯანმრთელობის. ოპერაციები გაქვთ გაკეთებული, ასაკიც უკვე მომატებული გვაქვს. რატომ იკლავთ თავს, ოჯახის წევრები და ახლობლები მაინც შეიცოდეთ. ეს ხომ ვირუსია და არა სატანის ჯარები გესხმიან თავს. რამ გადაგრიათ ასე ყველა ერთად. გთხოვთ ნუ დაიხოცავთ თავებს. დაიცავით საკუთარი თავები, შვილები, შვილიშვილები გყავთ უკვე ბევრს, თქვენი მრევლი. კარანტინი დაიცავით ერთი თვე, თვენახევარი, რა იყო, რა მოგივიდათ" - აცხადებს ბასილი 791 შეფასება არ არის
|