მსოფლიოში ყავის გავრცელების ისტორია, ძირითადად, დანაშაულებისა და ღალატის ჩამონათვალისგან შედგება.
ჰოლანდიელებმა ყავის მარცვლეულით სავსე ტომარა არაბ ვაჭრებს მოპარეს და თავის კოლონიებში, სამხრეთ ამერიკის კუნძულებზე ჩაიტანეს. ფრანგებმა, თავის მხვრივ, ყავის რამდენიმე მარცვალი ჰოლანდიელებს მოპარეს და მისი მოყვანა საფრანგეთის კოლონიურ კუნძულებზე დაიწყეს. ამ ქვეყნებს, რა თქმა უნდა, არ სურდათ ყავაზე თავიანთი მონოპოლია ვინმესთვის დაეთმოთ, ამიტომ მარცვლებით დატვირთულ ტრანსპორტს განსაკუთრებით იცავდნენ.
ასე გაგძელდა 1727 წლამდე, სანამ ჰოლანდია და საფრანგეთი სამხრეთ ამერიკის კოლონიების გამო ომის ზღვარზე არ აღმოჩნდნენ. მათ შორის საქმის მოგვარებას მეზოებლი ბრაზილიის ხელისუფლება
შეეცადა და დავა საფრანგეთის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებაში დიდი როლისაფრანგეთის გუბერნატორის მზეთუნახავმა ცოლმა ითამაშა. მას რომანი ჰქონდა ბრაზილიელ
მაღალჩინოსან ფრანსიშკუდე მელუ პალეტესთან. ბრაზილიის ხელისუფლებამ პალეტე სამშობლოში გაიწვია. გუბერნატორის ცოლს შეეშინდა, რომ ბრაზილიაში პალეტეს დასჯიდნენ და თან ყავის
მარცვლები გაატანა-თუ სამსახურიდან დაგითხოვენ, ყავის წარმოება დაიწყეო. ქალმა ყავის მარცვლები თაიგულში დამალა და ისე მიართვა მას ოფიციალური გამომშვიდობების დროს. ბრაზილიაში დაბრუნებულმა პალეტემ ყავა თავის უფროსებს მიართვა, შეწყალებაც მიიღო და ეროვნული გმირიც გახდა. ბრაზილია კი მალე ყავის მწარმოებელ მონოპოლისტ სახელმწიფოდ იქცა.
მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიარა და მთავრობის წარმომადგენელმა პალეტას გამოსამშვიდობებელი წვეულება გაუმართა. მადლობის ნიშნად მისმა მეუღლემ საპატიო სტუმარს საუცხოო თაიგული მიართვა. ყვავილებს შორის ჩამალული იყო ყავის თესლი და მცენარის ნორჩი ნერგები. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ 1727 წელს ყვავილების თაიგულიდან დაიბადა ბრაზილიის დღევანდელი მილიარდდოლარიანი ყავის მრეწველობა.