x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
წმიდა ცეცხლის გადმოსვლის ისტორია

image

პირველი ცნობები




პირველი ცნობები ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ V-VI საუკუნეების წყაროები იუწყებიან.(დიდი შაბათი საღამოს წირვა სანთლების დანთებით იწყებოდა)თუმცა უფლის საფლავზე „ზეციური ნათელის“ სასწაულზე პირველად ლათინი მომლოცველი ბერი ბერნარდი 867 წელს მოგვითხრობს."დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, უფალი ჩვენი იესო ქრისტეს საფლავზე დილის
ლოცვის ჟამს, იმ დროს, როდესაც წარმოითქმევა "კირილეისონ", ჩამოდის
ანგელოზი და ანთებს კანდელს... პატრიარქი ცეცხლს გადასცემს ეპისკოპოსს, ხოლო იგი - მრევლს."


მეორე ცნობა: აი რას წერს კესარიის მიტროპოლიტი არეფა დამასკოს ემირს X საუკუნეში:"ქრისტიანები დგანან აღდგომის ტაძარში და აღავლენენ უფლის სადიდებელ ლოცვას -უფალო შეგვიწყალე. ამ დროს მოულოდნელად ჩნდება ელვა, რომელიც ანთებს
კანდელს, საიდანაც ცეცხლს იღებენ იერუსალიმის მცხოვრებნი."


IX-XVI საუკუნეებში კიდევ რამდენიმე წყარო იტყობინება ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ.

XII საუკუნის დასაწყისში, ასე აღწერს იღუმენი დანიელი წმინდა ცეცხლის გადმოსვლას:


"და როდესაც მეცხრე საათი მიიწურადა მათ დაიწყეს სიმღერა ”უფალო შეგვიწყალენ", ამ დროს მოულოდნელად აღმოსავლეთიდან გამოჩნდა პატარა ღრუბელი და დადგა ეკლესიის თავზე, წამოვიდა წვიმა წმიდა სამარხზე და ოდნავ დაგვასველა საფლავთან მგომნი, შემდეგ მოულოდნელად წმინდა სამარხიდან შუქი წამოვიდა: საშინელი და ბრწყინვალე ნათება გამოჩნდა წმინდა სამარხიდან"

image

შუა საუკუნეებში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის შესახებ კიდევ მრავალი ცნობები მოიპოვება.

პირველად ქართველი ბერები მაცხოვრის საფლავთან ლუდოლფ ზუდჰაიმის 1347 წყაროში არიან მოხსენიებული:"ქართველებს აქვთ წმ. საფლავის ეკლესიის გასაღებიო."


პირველი ქართველი, რომელმაც იმოგზაურა იერუსალიმში და აღწერა "დღესასწაულობა წმ. ცეცხლის გამოჩენისა"ეპისკოპოსი პეტრე კენჭოშვილი იყო." `დიდს შაბათს, დილითგან ადრე, იკრიბებიან წმ. საფლავის ტაძარში მომეტებული
ნაწილი მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა ადგილობრივ მცხოვრებთა და ყოველნი მლოცავნი... დიდ-შაბათის ცისკრის დაწყების წინად, არაბნი მართლმადიდებელის სარწმუნოებისა შეასრულებენ ძველის დროჲდან ნება-დართულის სულთანის ფირმანით ჩვეულებასა სიხარულის გამოცხადებისათვის წმ. ცეცხლის გამოჩენის მიზეზისა გამო: ხმა-მაღალის გროვით იგინი შემოურბენენ სამგზის გარეშემო კუვუკლიასა, სცემენ ტაშსა და მაღლა ხმით ღაღადებენ: „უფალო შეგვიწყალენ" და
„არა არს სხვა სარწმუნოება, გარდა მართლმადიდებელის სარწმუნოებისა"!

image

რიტუალი


ცეცხლის გარდამოსვლა(ბერძნები და სომხები მას "წმინდა ნათელს" უწოდებენ), უდიდესი საიდუმლო ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.


იერუსალიმის ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქი, რომელსაც უკან სომეხი მთავარეპისკოპოსი მოყვება, სხვა მღვდელმსახურებთან ერთად საზეიმო მსვლელობით, ლიტანიით, საგალობელთა გალობით სამჯერ გარს უვლის კუვუკლიას, მაცხოვრის საფლავის მცირე ეკლესიას. შემდეგ საფლავში შეაბრძანებენ ვერცხლის ლუსკუმაში მოთავსებულ განსაკუთრებულ საგანს და კარს ცვილით დალუქავენ. მსვლელობის დასრულების შემდეგ, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი წარმოთქვამს განსაზღვრულ ლოცვას და 33(ქრისტეს ასაკი) ან 12(მოწაფეთა რაოდენობა) სანთლით ხელში შებრძანდება საფლავში, სადაც წარმოთქვამს საგანგებო ლოცვებს.

image

მას სომეხი მთავარეპისკოპოსიც შეჰყვება, თუმცა იგი იმ ადგილას რჩება, სადაც აღდგომის შემდეგ ანგელოზი იჯდა და ახარა მენელსაცხებლე დედებს უფლის ღდგომა (ეს ადგილიგამოყოფილია, უშუალოდ, მაცხოვრის საფლავისაგან). მრევლი კი გალობს "კირიელეისონს" (ბერძ. უფალო შეგვიწყალენ), ვიდრე ცეცხლი გამობრძანდება საფლავიდან.ესაა რიტუალი განასახიერებს იესო ქრისტეს ვნებებს, დაკრძალვას და აღდგომას. წმინდა ნათელი ქრისტეს აღდგომის სიმბოლოა.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის პირდაპირო ტელერეპორტაჟი გადაიცემა შემდეგ ქვეყნებში:საბერძნეთი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, ბულგარეთი და უკრაინა...აგრეთვე კვიპროსში, ლიბანში და ეგვიპტეში.


შემდგომ წმინდა ცეცხლი სპეციალური ავიარეისით გადააქვთ, სადაც მას პატივით ხვდებიან საეკლესიო და სახელმწიფო ლიდერები.


კრიტიკა



პირველი კრიტიკა წმინდა ცეცხლის სასწაულებრივად გადმოსვლის შესახებ, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გამოჩნდა, თუნდაც ის რომ, პირველწყაროებში არავითარ სასწაულებრივად ანთებულ ცეცხლზე არ არის საუბარი, მხოლოდ 300 წლის შემდეგ იქცა მოულოდნელად სასწაულებრივად თვითაალებადი(ბერი ბერნანდის მიხედვით)


1238 წელს რომის პაპმა გრიგოლ IX-მ ფრანცისკანელ ბერებს აუკრძალა ცერემონიალში მონაწილეობის მიღება, რადგან ჩათვალა, რომ წმინდა ცეცხლის გადმოსვლა თაღლითობა იყო.


ასევე არსებობს ისტორიული ცნობები იმის შესახებ, რომ ეგვიპტეს და დამსკოს სულთანმა აიუბ იბნ ტურან შაჰმა (გარდაიცვ. 1250 წელს)ბერებს წმინდა ცეცხლის სასწაულებრივად გადმოსვლის სიცრუეზე წაასწრო, თუმცა ქრთამის სანაცვლოდ, უფლება მისცა გაეგრძელებინათ თაღლითობა.


დაახლოებით ამავე პერიოდში (1256 წელს) აღწერს ცეცხლის გარდმოსვლას არაბი ისტორიკოსი სიბტ-ილ-ალ ჯაუზი, .იგი მოგვითხრობს, თუ როგორ იმალება გვიან ღამით ერთ-ერთი მღვდელთმსახური სამლოცველოს ნიშის კუთხეში, ანთებს სანთელს და შემდეგ იძახის: "გარმოვიდა ნათელი, დიდება უფალს"



მოგზაური ევლია ჩელები(1611-1682) აღნიშნავს, რომ გადამალული თუთიის თასიდან წვეთავდა ნავთი, რომელსაც ბერი იყო ამოფარებული.



აი რას წერს ა.სელივანოვი 1881-82 წელს "აღდგომა იერუსალიმში"."ერთ-ერთი კანდელი რომელიც საფლავთან ანთია, რომელიც შემდგომ სვეტთან გადმოდის მას შემდეგ არც ჩამქრალა.აი ამ კანდელიდან ანთებს პატრიარქი სანთლებს, ასე რომ არავითარი ცეცხლი არ გადმოედინება ზეციდან".



კიდევ არსებობს, სხვა ისტორიული ჩანაწერებიც ამის შესახებ.


თუმცა უნდა აღინიშნოს რომ, ბერძნული ეკლესია არც არასდროს ამბობდა, რომ ცეცხლი სასწაულებრივად გადმოდიოდა.


2001 წელს ტელეგადაცემა "GКРIZES ZONES"-ში იერუსალიმის ეკლესიის მესაყდრემ, პეტრსკის მიტროპოლიტმა კორნილიუსმა, რომელმაც წმინდა ცეცხლი მიიღო შემდეგი განაცხადა:


"როცა წმინდა ცეცხლს ვახსენებთ, საუბარია ბუნებრივ ცეცხლსა და სინათლეზე, რომელზედაც პატრიარქი განსაკუთრებულ ლოცვებს
ამბობს, ანუ ხდება მისი კურთხევა და, ამგვარად, საღვთო მადლს იძენს ბუნებრივი, ქმნილი სინათლე, და რომ მას ანთებენ ჩაუქრობელი კანდელიდან, რომელიც იერუსალიმის წმ. აღდგომის ეკლესიის ჭურჭლის საცავში ინახება."


იგივეს ამბობს არქიმანდრიტი ისიდორე, რომ "მას ანთებენ ჩაუქრობელი კანდელიდან."


ცეცხლის ღვთაებრიობაზე არც სომეხთა სამოციქულო ეკლესია საუბრობს. " იერუსალიმის პატრიარქი სომეხ იერარქთან ერთად შედის კუვუკლიაში, განიმოსება, წარმოთქვამს ლოცვის ტექსტს, რომლის ნახვაც ყველას შეუძლია და იქ არაფერია ზეციური ცეცხლის მოხმობაზე ნახსენები, ანთებს კანდელიდან სანთლებს(კუვუკლიაში ორი კანდელი ანთია) და გამოაქვს გარეთ. ის, რომ ცეცხლი არ წვავს, ეს მითიც დიდი ხნის წინ დაიმსხვრა."


წმინდა ცეცხლზე საუბრობს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი, რუსეთის ეკლესიის პროტოდიაკონი ანდრია (კურაევი), მას ცეცხლის შესახებ სხვადასხვა წლებში არაერთხელ უსაუბრია, ერთ-ერთ ინტერვიუში კითხვაზე: "სულიწმინდის გმობა მიუტევებელი ცოდვაა, არ გეშინიათ?", იგი პასუხობს: "არა, რადგან
ვდუმვარ... მე ველი ეკლესიის ხმას". იგიც აღნიშნავს და მართლაც, იერუსალიმის ეკლესიას ოფიციალურად არასოდეს განუცხადებია წმინდა ცეცხლზე, რომ, თითქოს, იგი"ზეციდან გადმოდის".

image

დიაკონი ანდრია შენიშნავს, რომ იერუსალიმის ეკლესიას ნამდვილად არ მიუღია უშუალოდ ამ ცეცხლთან დაკავშირებით
წმ. ცეცხლთან დაკავშირებულ სხვა, გვერდით მოვლენებსა და
სხვადასხვა თქმულებებზე.


2008 წელს კრიტიკოსმა იგორ დაბროხოტოვმა გამოაქვეყნა მცირე გამოკვლევა, სადაც საუბრობს სხვადასხვა ე.წ. სასწაულებსა და ისეთ თქმულებებზე, როგორიცაა მაგ. ლეგენდა "გახეთქილ სვეტზე", თქმულება სომეხი იერარქის საფლავში შესვლასთან დაკავშირებით.




აღსანიშნავია თავად იერუსალიმის პატრიარქის, თეოფილე III-ს განაცხადება. 2011 წლის აღდგომას აეროპორტში სხვადასხვა დელეგაციებისადმი წმინდა ცეცხლის გადაცემისას იგი ამბობს: "უფლის საფლავიდან მომდინარე წმინდა ნათლის ეს ფერიცვალება (ცვლილება, გარდაქმნა) საუკუნო ნათელია ქრისტეს აღდგომისა, რომელიც მოწმობს დიდებას ღვთისას").ბერძნულ სინამდვილეში ეს მოვლენა არა "წმინდა ცეცხლის", არამედ"წმინდა ნათლის" (ბერძ. Ἃγιον Φῶς) სახელითაა ცნობილი.


არის თუ არა ცეცხლის გადმოსვლა/არგადმოსვლას კავშირი აქვს უფლის მეორედ მოსვლასთან




"ცეცხლის გადმოსვლა" ესქატოლოგიური ერესია - რწმენა, რომ ცეცხლის გადმოსვლა/არგადმოსვლას კავშირი აქვს უფლის მეორედ მოსვლასთან, არის უსაფუძვლო სისულელე.

ბარემ ესეც ვთქვათ, ცეცხლის გარდამოსვლაზე და მის შეუწველობის თვისებაზე არ საუბრობენ არცერთ სხვა მართლმადიდებლურ, ავტოკეფალურ ეკლესიაში. ეს მითი გაავრცელეს 90-იან წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურეებმა. მაშინ ვერ წარმოიდგენდნენ იმას, რომ ხალხი სამუდამოდ არ ისხდებოდა ბნელში და ჩვენთანაც გამოანათებდა. ახლა კი, ძალიან რთულია სიტყვები უკან წაიღონ და აღიარონ ეს ყველაფერი, მითუმეტეს, როცა ტელევიზიები მანიაკალური მონდომებით გაჰკიოდნენ იმავეს."-აღნიშნავს სასულიერო პირი ნათანიელ ერიაშვილი




ჭეშმარიტი რწმენა




სამწუხაროდ, მორწმუნე საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება საგანგაშოა, რადგან ემსგავსება ცეცხლთაყვანისცემას, შორდება ერთიან ქრისტიანულ სულიერ ტრადიციას, ამა თუ იმ პიროვნებისთვის ხდება რწმენის საფუძველი, რაც ასე მიუღებელია ეკლესიისათვის. ამ უკანასკნელს ხელს უწყობს ხსენებულ საკითხზე სხვადასხვა ქვეყანაში არაინფორმირებული სასულიერო პირების, იერარქების ქადაგებები.

image

ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ტელევიზისაც. ერთი სიტყვით, ცეცხლი იქცა კერპად. ეს კი არავითარ შინაგან გარდაქმნას არ ახდენს ჩვენში, რაც ღვთისსასწაულქმედების ერთადერთი მიზეზია. ალბათ, არაერთხელ გინახავთ, როგორ გამორბიან ტაძრიდან ანთებული სანთლებით ხელში კოპტები და არამარტო ისინი, უნებურად ფიქრდები, ვისღა ახსოვს ტაძარი, უფლის საფლავი, გალობა, ლოცვა და ღვთისადმი მადლობის შეწირვა საფლავის წინაშე, საიდანაც მოგვეცა მარადიული სულიერი ნათელი (მესმის, რომ ლოცვა და გალობა ყველგან და ყოველგვარ სიტუაციაშია შესაძლებელი, და დავითიც რომ
როკავდა). იმის მაგივრად, რომ ადამიანებმა ერთმანეთს შეხედონ, გაუხარდეთ ქრისტეს მათთან მყოფობა, გაუხარდეთ, რომ ერთად დგანან უფლის ტაძარში და იგრძნონ ერთმანეთისადმი სიყვარული, ისინი კონცენტრირდებიან ცეცხლზე და ივიწყებენ მთავარს.

ამასთანავე შეძახილები, რომ "ეს ადასტურებს ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენი რწმენა ჭეშმარიტია, სხვები კი სატანის ხელში არიან" და მისთ.გახლავთ სუფთად იუდაისტური მიდგომა.


აქვე გავიხსენოთ იაკობისა და იოანეს სიტყვა ქრისტესადმი, როცა იერუსალიმში ბრუნდებოდა უფალი, სადაც მას არ ღებულობდნენ, სადაც საფრთხე ელოდა.მათ უთხრეს ქრისტეს: "უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია მაშინ", უფალი შერისხავს მათ: "არ იცით, რომელი სულისანი ხართ თქვენ?". ამგვარად, ქრისტიანულ ეკლესიას სულ თანს სდევს ქადილი ქრისტეთი, მარადჟამ იქადდა ქრისტეთი ("და ესეცა ჯუარ-ცუმული", I კორინთ. 2:2) და მისი მკვდრეთით აღდგომით, სულაც არაა მისი საქმე "წმინდა ნათლით" სხვათა სარწმუნოების გაკიცხვა და "მოსრვა" სხვადასხვა შეძახილებითა და სიტყვებით.


"ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა მიეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინასწარმეტყუელისა" (მათ. 16.4. 12.39).


ვისთვისაც რწმენის მკვებავი ძალა არის "ხილული სასწაული" ვეტყვი, რომ კაპიკის ფასი არა აქვს მასეთ რწმენას.

0
513
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
513
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0