სხვა ფოტოები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო(ნაწილი 3) 2012, 11 აგვისტო, 15:04 1.გახარებული და ბედნიერი ხალხი ორი ჩამომხჩვალი გვამის თანხლებით. ორი შავკანიანი მამაკაცი ლინჩის წესით გაასამართლეს თეთრი ქალის გაუპატიურებისთვის.
2. პატარა ბიჭი იხედება ავტობუსიდან, სადაც არიან ომის ეპიცენტრიდან დევნილები ჩეჩნეთის ომის დროს. 1995 წლის მაისი.
3.ბუხენვალდის ბანაკის ტყვეები. 1945 წლის 16 აპრილი.
4.კანადელი დრამერი ჯარისკაცი ავღანეთში ოპერატიული ბანაკის ტერიტორიაზე უკრავს.
5. 1900 წლით დათარიღებული ანორექსიით დაავადებული ქალის ფოტო. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება რიგ მოკვდავებს მე-13 საუკუნიდან ემართებოდათ, სამედიცინო თვალსაზრისით, პირველად მე-20 საუკუნიდან დაუკავშირეს ადამიანის ფსიქიკას. 6. 1942 წლის იანვარი. კერჩის ბრძოლა-ოჯახის წევრები ცდილობენ ნათესავების ამოცნობას. 7. 22 ივლისი, უტოიას ბანაკი. ანდრეს პრეივიკმა 69 მოზარდი მოკლა. უკანასკნელი გადარჩენილი კლდეს აფარებს თავს. 8. ფოტოზე გამოსახულია რევოლუციის სიმბოლოდ მიჩნეული ჩე გევარა, რომელიც 1967 წელს ბოლივიის არმიამ შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა. ფოტოზე მისი მკვლელები იწონებენ თავს, სავარაუდოდ ერთ-ერთი მათგანი ჭრილობაზე მიუთითებს. ხალხმა ყურადღება მიაქცია ჩეს მიმტევებელ გამომეტყველებას. საბოლოოდ ფოტომ ჩე კი არ მოკლა არამედ დასაბამი მისცა ახალ სლოგანს "ჩე ცოცხალია". 9. ფოტოზე ერთი შეხედვით ჩანს რომ მამაკაცს უცნაური და დიდი თითები აქვს მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ეს ფოტო გადაიღო პაბლო პიკასოს მეგობარმა, რომელზეც პურია გამოსახული, რომლის ფორმაც ძალიან ჰგავს ხელის თითებს. ამ ფოტოს "პაბლო პიკასოს" თითები უწოდეს. 10.მარი ფელპს ჯეიკობმა 1913 წელს ლიფი გამოიგონა. ფოტოზე მის პირველ ნიმუშს ვხედავთ.(ეს ცოტა განწყობისთვის) 533 4-ს მოსწონს
|