x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
"მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ - ჩემს ჭკუაზე გადმომყავს სამყაროც.." (ტარიელ ხარხელაური)

image

მანძილი შენამდე დიდია


მანძილი შენამდე დიდია,

ჩემიდან შენამდე - არც ისე,

ამინდი საგრძნობლად მშვიდია,

მანცვიფრებ...

ჯერ კიდევ ყვავიან ატმები,

ქარია - მომიტანს რამე ჭორს,

მე ვამბობ, არ მომენატრები,

შენ სდუმხარ, იღიმი საეჭვოდ,

ვარსკვლავნი აენთნენ,

რომ ვხედავ, შორი-შორს საკმაოდ,

მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ -

ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც,

image

მუდმივად რაღაცა მაწამებს და

ჩემში მუდმივად ბინდია..

და მაინც მიზიდავს,

წამწამებს

მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია.

შორს სადღაც ჰყვავიან ატმები,

ქარია - მომიტანს რამე ჭორს,

მე ვამბობ, არ მომენატრები,

შენ სდუმხარ, იცინი საეჭვოდ.

0
275
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0