ქალი და მამაკაცი 6 მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც უნდა იცოდეთ სექსზე 40 წლის ასაკის შემდეგ 2020, 13 აპრილი, 16:22 ალბათ გსმენიათ, რომ ქალისთვის ცხოვრება 40 წლის შემდეგ იწყება და ეს სექსუალურ მხარესაც ეხება. ჩვენ ამ მოსაზრებას ვეთანხმებით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არსებულ ეტაპზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ იცოდეთ, რომ სექსმა სიხარული და სიამოვნება მოგანიჭოთ. ღირს თუ არა პრელუდიის გახანგრძლივება დიახ, ღირს. 40 წლის შემდეგ, ქალის სხეული გარკვეულ პროცესებს გადის. აქ ყურადღება ჰორმონებზე და აღგზნების თემაზე უნდა გავამახვილოთ. აუცილებელია, რომ სექსი არ გძაბავდეთ და თქვენც და თქვენი პარტნიორიც თავს კომფორტულად გრძნობდეთ. ამრიგად, უფრო მეტი დრო და ყურადღება უნდა დაეთმოს შემდეგ ყურადღება უნდა დაეთმოს შემდეგ წინაპირობას: გარკვეული ზონებზე ნაზად შეხება და პრელუდიის გახანგრძლივება ხელს შეუწყობს სექსის „სრულყოფას“ და მოთხოვნილებას ზრდის. ღირს, რომ თქვენს გულზე იზრუნოთ სექსი არა მხოლოდ სიამოვნება, არამედ ერთგვარი კარდიოვარჯიშიც არის. ის გულისა და სისხლძარღვებისთვის სასარგებლოა, რის შესახებაც ინფორმაცია თითქმის ყველას აქვს. იმისათვის, რომ თქვენი ურთიერთობა პრობლემების გარეშე მიმდინარეობდეს, მნიშვნელოვანია, რომ სპორტით დაკავდეთ და თქვენს ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. სპორტდარბაზში სიარული და სწორად შერჩეული ვარჯიშები მშვენიერი გადაწყვეტილებაა. რაც უფრო აქტიური ცხოვრების წესი გექნებათ, მით უფრო დიდი შანსია, რომ სექსთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე იყოს. შესაძლებელია, რომ სექსი იმაზე ნაკლებად გსურდეთ, ვიდრე ადრე 40 წელს გადაცილებული ქალის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს პერიოდი, როცა მისი ლიბიდო ქვეითდება, იმიტომ, რომ მოგვიანებით გამოიღვიძოს. ეს სავსებით ნორმალური პროცესია და ასეთ პერიოდებში თქვენ ნამდვილად არ უნდა აიძულოთ საკუთარი თავი, რომ სურვილების პროვოცირება მოახდინოთ. ყველაფერი დროულად დაბრუნდება, მთავარია არ ინერვიულოთ და საკუთარ შეგრძნებებს მიენდოთ. ორგაზმის მიღწევა უფრო მარტივია არსებობს მოსაზრება, რომ რაც უფრო გემატებათ ასაკი, მით უფრო გაგიადვილდებათ ორგაზმის მიღწევა... განაგრძეთ კითხვა5694 3-ს მოსწონს
|