x
image
intermedia.ge
Mediator image
როგორ შევარჩიოთ კვერცხი სწორად და რა პირობებში შევინახოთ, რომ დიდხანს გაძლოს - საჭირო რჩევები სააღდგომოდ
image


რამ­დე­ნი­მე დღე­ში აღ­დგო­მაა, დღე­სას­წა­უ­ლი, რო­მე­ლიც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია შე­ღე­ბი­ლი კვერ­ცხის გა­რე­შე.


რა უნდა ვი­ცო­დეთ კვერ­ცხის შე­სა­ხებ? რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა ეს პრო­დუქ­ტი და რა ად­გი­ლი უნდა ეკა­ვოს ჩვენს რა­ცი­ონ­ში? რო­გორ გა­ვარ­ჩი­ოთ ახა­ლია თუ არა კვერ­ცხი და რას უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა ყიდ­ვი­სას? რო­გორ ავარ­ჩი­ოთ სა­აღ­დგო­მოდ მა­გა­რი კვერ­ცხი, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად შე­ი­ღე­ბე­ბა - "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" გას­წავ­ლით ყვე­ლა­ფერს, რაც ამ პრო­დუქ­ტის შე­სა­ხებ უნდა იცო­დეთ.


კვერ­ცხი შე­ი­ცავს ცი­ლას, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვის­თვის, არის D ვი­ტა­მი­ნის წყა­რო, შე­ი­ცავს B ჯგუ­ფის ელე­მენ­ტებს. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი­სა, კვერ­ცხი ალერ­გი­უ­ლი პრო­დუქ­ტია, ამი­ტომ სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნაა სა­ჭი­რო, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ბავ­შვს პირ­ვე­ლად აძ­ლევთ მას.



image


1 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში კვერ­ცხის ცი­ლის მი­წო­დე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ ვი­წყებთ კვერ­ცხის გუ­ლის მი­ცე­მით. სა­დღაც 8-9 თვემ­დე შე­იძ­ლე­ბა ჭა­მოს ნა­ხე­ვა­რი კვერ­ცხის გული კვი­რა­ში 2-3ჯერ. კვერ­ცხის გულ­ზე ალერ­გია იშ­ვი­ა­თია, უფრო ალერ­გია ცი­ლა­ზე ვი­თარ­დე­ბა.


იხი­ლეთ ვი­დე­ო­ექ­სპე­რი­მენ­ტი: რო­გორ უნდა და­ვად­გი­ნოთ ახა­ლია თუ არა მო­ხარ­შუ­ლი ან უმი კვერ­ცხი?



  • რა არის კვერ­ცხში ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხე

კვერ­ცხში ყვე­ლა­ზე დიდ საფრ­თხეს სალ­მო­ნე­ლა წარ­მო­ად­გენს, სალ­მო­ნე­ლა შე­იძ­ლე­ბა საკ­ვე­ბი­დან და­ე­მარ­თოს ქა­თამს და შემ­დეგ მის და­დე­ბულ კვერ­ცხშიც აღ­მოჩ­ნდეს. ასე­თი კვერ­ცხის მი­ღე­ბამ კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ისე­თი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა, რო­გო­რიც სალ­მო­ნე­ლო­ზია.


თუ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არ ხართ, რომ თქვენს მიერ ნა­ყი­დი კვერ­ცხი შე­მოწ­მე­ბუ­ლია სალ­მო­ნე­ლა­ზე, უნდა იცო­დეთ კვერ­ცხის სწო­რად მომ­ზა­დე­ბა. არ მი­ირ­თვათ უმი კვერ­ცხი, ან უმი კვერ­ცხით მომ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, სალ­მო­ნე­ლა 100 გრა­დუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე 3 წუთ­ში იღუ­პე­ბა, ამი­ტომ კარ­გად შეწ­ვით და მო­ხარ­შეთ კვერ­ცხი, არ მი­ირ­თვათ ის თოხ­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ეს რჩე­ვა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ გან­სა­კუთ­რე­ბით სოფ­ლის კვერ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში.


  • არის თუ არა სხვა­ო­ბა თეთრ კვერ­ცხსა და მუქი ფე­რის კვერ­ცხს შო­რის?

სარ­გებ­ლო­ბის მხრივ არა­ნა­ი­რი, კვერ­ცხის ფერი ქათ­მის ჯიშ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ის არ გა­მო­ხა­ტავს კვერ­ცხის და­დე­ბით თვი­სე­ბებს, თუმ­ცა არის ერთი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რამ: მალე აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლია და წი­ნა­სა­აღ­დგო­მოდ თით­ქმის ყვე­ლა ოჯახ­ში ღე­ბა­ვენ კვერ­ცხს, მუქი ფე­რის კვერ­ცხი კი უკე­თე­სად იღე­ბე­ბა, რაც მთა­ვა­რია მისი ნა­ჭუ­ჭი გა­ცი­ლე­ბით მა­გა­რია და ასე­თი კვერ­ცხი უფრო დიდ­ხანს ინა­ხე­ბა.


  • და­დე­ბი­დან რამ­დე­ნი ხანი ინარ­ჩუ­ნებს კვერ­ცხი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს?

ბუ­ნებ­რი­ვია, რაც უფრო ახა­ლია კვერ­ცხი, მით უფრო მეტი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით არის მას­ში სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, და­დე­ბი­დან 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კვერ­ცხს მთლი­ა­ნად აქვს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა თვი­სე­ბა, რაც და­დე­ბი­სას აქვს, 7 დღის შემ­დეგ კი ნელ­ნე­ლა იწყებს ამ თვი­სე­ბე­ბის და­კარ­გვას. ქათ­მის კვერ­ცხის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა მაქ­სი­მუმ 25 დღეა იხი­ლეთ ვი­დეო


  • რომელი კვერცხი უკეთესია სოფ­ლის თუ მა­ღა­ზი­ის?

განაგრძეთ კითხვა



0
89
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0