შესანახი პროდუქტები როგორ შევარჩიოთ კვერცხი სწორად და რა პირობებში შევინახოთ, რომ დიდხანს გაძლოს - საჭირო რჩევები სააღდგომოდ 2020, 13 აპრილი, 11:14 რამდენიმე დღეში აღდგომაა, დღესასწაული, რომელიც წარმოუდგენელია შეღებილი კვერცხის გარეშე. რა უნდა ვიცოდეთ კვერცხის შესახებ? რამდენად სასარგებლოა ეს პროდუქტი და რა ადგილი უნდა ეკავოს ჩვენს რაციონში? როგორ გავარჩიოთ ახალია თუ არა კვერცხი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ყიდვისას? როგორ ავარჩიოთ სააღდგომოდ მაგარი კვერცხი, რომელიც მარტივად შეიღებება - "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" გასწავლით ყველაფერს, რაც ამ პროდუქტის შესახებ უნდა იცოდეთ. კვერცხი შეიცავს ცილას, რაც აუცილებელია ბავშვისთვის, არის D ვიტამინის წყარო, შეიცავს B ჯგუფის ელემენტებს. თუმცა, მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, კვერცხი ალერგიული პროდუქტია, ამიტომ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვს პირველად აძლევთ მას. 1 წლამდე ასაკის ბავშვებში კვერცხის ცილის მიწოდება არ არის რეკომენდებული, ამიტომ ვიწყებთ კვერცხის გულის მიცემით. სადღაც 8-9 თვემდე შეიძლება ჭამოს ნახევარი კვერცხის გული კვირაში 2-3ჯერ. კვერცხის გულზე ალერგია იშვიათია, უფრო ალერგია ცილაზე ვითარდება. იხილეთ ვიდეოექსპერიმენტი: როგორ უნდა დავადგინოთ ახალია თუ არა მოხარშული ან უმი კვერცხი?
კვერცხში ყველაზე დიდ საფრთხეს სალმონელა წარმოადგენს, სალმონელა შეიძლება საკვებიდან დაემართოს ქათამს და შემდეგ მის დადებულ კვერცხშიც აღმოჩნდეს. ასეთი კვერცხის მიღებამ კი შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მძიმე დაავადება, როგორიც სალმონელოზია. თუ დარწმუნებულები არ ხართ, რომ თქვენს მიერ ნაყიდი კვერცხი შემოწმებულია სალმონელაზე, უნდა იცოდეთ კვერცხის სწორად მომზადება. არ მიირთვათ უმი კვერცხი, ან უმი კვერცხით მომზადებული საკვები, სალმონელა 100 გრადუს ტემპერატურაზე 3 წუთში იღუპება, ამიტომ კარგად შეწვით და მოხარშეთ კვერცხი, არ მიირთვათ ის თოხლო მდგომარეობაში. ეს რჩევა გაითვალისწინეთ განსაკუთრებით სოფლის კვერცხის შემთხვევაში.
სარგებლობის მხრივ არანაირი, კვერცხის ფერი ქათმის ჯიშზეა დამოკიდებული და ის არ გამოხატავს კვერცხის დადებით თვისებებს, თუმცა არის ერთი გასათვალისწინებელი რამ: მალე აღდგომის დღესასწაულია და წინასააღდგომოდ თითქმის ყველა ოჯახში ღებავენ კვერცხს, მუქი ფერის კვერცხი კი უკეთესად იღებება, რაც მთავარია მისი ნაჭუჭი გაცილებით მაგარია და ასეთი კვერცხი უფრო დიდხანს ინახება.
ბუნებრივია, რაც უფრო ახალია კვერცხი, მით უფრო მეტი კონცენტრაციით არის მასში სასარგებლო ნივთიერებები, დადებიდან 7 დღის განმავლობაში კვერცხს მთლიანად აქვს შენარჩუნებული ყველა თვისება, რაც დადებისას აქვს, 7 დღის შემდეგ კი ნელნელა იწყებს ამ თვისებების დაკარგვას. ქათმის კვერცხის ვარგისიანობის ვადა მაქსიმუმ 25 დღეა იხილეთ ვიდეო
განაგრძეთ კითხვა89 4-ს მოსწონს
|